დავითაშვილმა ტრავმა მიიღო - "როტორმა" ისევ წააგო

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ქართველების "როტორი" ვოლგოგრადში" 0:4 დამარცხდა "როსტოვთან", რომელსაც იქამდე უკანასკნელ 5 მატჩში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული.

"როტორში" ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ზურიკო დავითაშვილმა იასპარეზა, რომელიც დრიბლინგით თამაშს ამწვავებდა, მაგრამ 30-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ტრავმა მიიღო და კოჭლობით დატოვა მოედანი. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა დავითაშვილი და დაეხმარება თუ არა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 29 მარტს ბელარუსთან ამხანაგურ შეხვედრაში.

საბა კვირკველია და ნიკოლაი ყიფიანი სათადარიგოები იყვნენ, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.

"როტორმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 18
ქულით მე-13 ადგილზე და 3 აპრილს მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გულსატკენია, არაბიძე აქაც ვერ ხვდება შემადგენლობაში. რა იმედებს ვამყარებდით.
მერაბი
10:06 18-03-2021
0
იმედია განაწყენებული არაა და ახალგაზრდულ ნაკრებში ჩამოსვლა არ ეზარება
ბაჩი
22:45 17-03-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული