ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი და კიტეიშვილის დაბრუნება

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" ვენაში 5:3 დაამარცხა "აუსტრია. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და გოლიც გაიტანა. ეს ავსტრიაში მისი პირველი გოლია.

ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. "ვოლფსბერგერი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც "ადმირასთან" გასვლით მატჩში 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

კიტეიშვილი და გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები არიან, ლოჩოშვილი კი - არა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი აზრით ეს უსამართლობა რადგან ლოჩოშვილი თამაშობს კარგ გუნდში რომელიც თავის ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურება ითამაშეს ევროპა ლიგა გავიდნენ ჯგუფიდან და წააგეს ტოტენჰემთან, რომელიღაც მეორე ხარისხოვან გუთან ხოარ წაუგიათ მთლიანობაში კარგი სეზონი აქვს გუნდს და ლოჩოშვილი სულ ძირითადშია სულ თამაშობს თუ კლუბის მწვრთნელი ენდო და დააყენა ტოტენჰემთან ჩვენ რატომ არ უნდა ვენდოდთ? და თუ გიორბელიძეს იძახებენ იგივე გუნდიდან, რომელიც ძირითადად სკამზე ზის ლოჩოშვილი ,რომელიც სულ თამაშობს ის რატო არ უნდა გამოიძახო? ჩემი აზრით პერსონალურად ლოჩოშვილის მიმართ უსამართლოდ მოიქცენ გამოიძახეს გრიგალავა და ტაბიძე მე ამ ბიჭებს არაფერს ვერჩი მაგრამ ფაქტია რომ მათი გუნდები რუსეთის ჩემპიონატის გასავარდნ ზონაში არიან და ლოჩოშვილი არ გამოიძახეს რომლის გუნდმაც რუსეთის ერთ ერთი საუკეთესო გუნდიც მოსკოვის ცკსა ჯგუფში ჩატოვეს ევროპა ლიგაზე ეს რა ლოგიკა? რა მიდგომა? მე არ მესმის სულ არის იმაზე ლაპრაკი რო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეძებთ ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს ევროტურნირებს თამაშობს და კაცი ახალგაზრდაც არის მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც აქვს ევროპულ კლუბშიც თამაშობს ევროტურნირებზეც კაი შედეგები ქონდა მის კლუბს და იმას არ იძახებენ ნაკრებში ეს უსამართლობა.
წარმატებები ლოჩოშვილის იმედი მაქვს მომავალში კიდევ დამტკიცებს რომ ღირსია ნაკრებში გამოძახების.
გიორგი
01:54 22-03-2021
2
ეს გოლის აღვნიშნვა რა არის შემხედე სანიოლო?
ტოტტი
08:53 22-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული