ქეცბაიამ დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით, "ანორთოსისს" დატოვებს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე აელ-თან 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"ასეთი თამაშით ჩვენს გუნდს უნდა მოეგო. მათ ორჯერ შემოგვიტიეს და ორი გოლი გაგვიტანეს. ხანდახან იღბალიც გჭირდება. გამართლების შემთხვევაში მეტი ქულა გვექნებოდა. დაცვაში პრობლემები გვაქვს. ორი მიზანი გვქონდა - ჩემპიონობა და თასი. მხოლოდ თასი დაგვრჩა. ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ახალი კონტრაქტი? სავარაუდოდ, მომავალ სეზონში აქ აღარ ვიქნები. თასისათვის ვიბრძოლებთ, სეზონს დავასრულებ და წავალ.

გუნდმაც და მეც, როგორც მწვრთნელმა, ბევრი რამ გავაკეთეთ. ამდენი უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ყველამ ვიცით, გასულ
სეზონში რაც მოხდა", - ციტირებს ქეცბაიას larnakasports-ი.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია ბერძნულ პაოკ-ს ჩაუდგება სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტოპ გუნდს იმსახურებს და რაც მალე მიიღებს მით უკეთესი არადა დინამოში რო მოეწვიათ ამათაც აამოძრავებდა და ჩვენც ვივლიდით სტადიონზე
შოკირებული გულშემატკივარი
22 მარტი 2021 11:17
1
უკეთეს კლუბს იმსახურებს და მიიღებს კიდეც.
ლომი
22 მარტი 2021 02:49
2
წადი რა პაოკში თემურ,იახლე ქვილითაია,ლორიაც მარა ოქრიაშვილი და ქვილითაია ერთად ვერ ივარგებენ იმდნეჯერ მიქარა ოქრიმ ქვილითაიასთან რომ არამგონია ქვილითაიას მის გვერდზე დგომა დიდად სიამოვნებდეს,სწორედ ოქრის დაბრუნებამ არია უკანასკნელ თამაშებში ანორთოსისი,ასეთია ჩემი აზრი და მე ის არც სანაკრებო კაცად მიმაჩნია მას მერე რადგან არამგონია დიდად გულზე ეხატებოდეთ ნაკრების ბიჭებს იმის მერე რაც ქვილოთაიასთან მიქარა,ამის პროტესტი ჯერ მეც კი მაქვს და წარმოიდგინეთთ შიგნით გუნდში როგორი პროტესტი ექნებათ?...
ბაჩი
22 მარტი 2021 01:49
1
პაოკი 100%-ით დაიმსახურა. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. ნინუაც უფრო სანდო ხელში იქნება და ეს კაცი მინიმუმ ამ დონის გუნდს იმსახურებს და არა იქ სადაც ახლაა ამჟამად
Haaland
22 მარტი 2021 01:35
1
იმსახურებს,მაგრამ მისი ხასიატიდან გამომდინარე არამგონია დიდხანს გააᲩერონ! იქ ფერებას არავინ დაუწყებს!
ზურა
22 მარტი 2021 11:35
3
მიქარააა? მოეთხოვება უეჭველი
ozeki
22 მარტი 2021 10:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული