"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "კომენტ. შოუს" "იუთუბის" არხზე თავისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"მზადაა თუ არა ხვიჩა დიდი საქმეებისათვის? დიახ, ოღონდ გარკვეული პირობით. მე რომ ვინმემ მკითხოს, "სუბ-ტოპში" გადასვლას ვურჩევდი, რათა შუალედური ნაბიჯი გადადგას რუსეთის პრემიერლიგასა და ტოპებს შორის. საბედნიეროდ ასაკი და ოსტატობის დონე ამის გაკეთების საშულებას აძლევს.
მე მის ადგილზე "სევილიას", "ატალანტასა" და "ბაიერის" ტიპის გუნდში წავიდოდი. იმდენად რამდენადაც ფეხბურთი უსაზღვროდ უყვარს, თუ დიდ კლუბში საკმარის სათამაშო დროს არ მიიღებს, შეიძლება უბრალოდ შინაგანად გადაიწვას.

იმ გუნდში გადასვლა მართებს,
სადაც გარანტირებულად მიიღებს სათამაშო დროს. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ "მილანსა" ან "იუვენტუსში" პირველივე სეზონში ეს დრო გარანტირებული ექნება. ის კი ბევრ თამაშსაა მიჩვეული და ეს პრობლემა იქნება.
იმ გუნდში უნდა მოხვდეს, რომელიც დომინირებს, რომელიც შეცდომის დაშვების უფლებას მისცემს. მისთვის მნიშვნელოვანია შეცდომის უფლება ჰქონდეს, რათა თავისი გიჟური დრიბლინგის რეალიზაციის შესაძლებლობაც ხშირად მიეცეს".