დაურეკე, ტელეფონო, დაურეკე - რუსული მედია ხვიჩას გოლით აღფრთოვანებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წაგებულ მატჩში (1:2) საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ გოლს მისი კლუბი "რუბინი" და თითქმის ყველა რუსული სპორტული გამოცემა გამოეხმაურა.

"რუბინის" საიტმა გოლის ვიდეოს წარწერა დაურთო: "ვინმემ დაურეკეთ უკვე ამ ბიჭს".

"დაიჭირეთ კვარაცხელიას მაღალი კლასის გოლი ესპანეთთან - დაცვის ხვრელით ისარგებლა. გოლი ძალიან კოლორიტულად აღნიშნა - ხვიჩა კრიტიკოსებს უსმენს", - წერს sports.ru.

"ხვიჩა ჩვენ თვალწინ ძვირდება. "რუბინის" ლიდერმა გაიბრწყინა. თავისი საბაზრო ღირებულების და დიდი ევროპული კლუბების თვალში ფასის  გაზრდას აგრძელებს. თუ რუსეთის ჩემპიონატში მისი
გმირობები კონტინენტური გრანდებისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მუნდიალის შესარჩევი მატჩები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იდეალური ვიტრინაა. კვარას გოლს ევროპის სამგზის ჩემპიონის და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონის კარში მხოლოდ ესპანეთის ტელევიზიით როდი აჩვენებენ!", - აღნიშნავს championat.com-ი.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოღმებო! გამოვა კი არა, თვითნაბადი ალმასია, დაწახნაგება სჭირდება. ყოჩაღ ხვიჩა!
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
19:38 03-04-2021
0
მაღალი კლასის გოლი არა ტოროლა )))))))))
))))))))
15:38 02-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული