‘შავი ლომი’ ქართული რაგბის ქომაგებს 11 იანვარს “მიხეილ მესხზე” ელოდება. ის ჩელენჯ თასის უმნიშვნელოვანეს მატჩში, 19:15 საათზე ტოპ 14-ის ‘ბაიონას’ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში პირველად გასვლის კარგი შანსი ექნება.

ამ დიდ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, ‘შავი ლომი’ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაღალი შედეგების მიღწევა განაპირობა. გუნდის შემადგენლობის დაახლოებით 50-60% ეროვნული ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, დაახლოებით 20% განვითარების ჯგუფიდან, 18 და 20-წლამდელებიდან ამოდიან, ხოლო 20%-ს უფრო ასაკოვანი მოთამაშეები შეადგენენ, რათა გუნდის მდგრადობა შენარჩუნდეს”.

“ის იყო, არის და იქნება კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევის გარანტი, თუმცა გვაქვს პრობლემები მაღალი დონის თამაშების რაოდენობის მხრივ. ‘შავი ლომი’ თამაშობს რაგბი ევროპის სუპერ თასზე, რომლის დონესაც თავიდან თითქოს არაუშავდა, მაგრამ ბოლო წლების შედეგები გვაჩვენებს, რომ კონკურენცია ნულის ტოლია. განვითარების კუთხით ის ბევრს ვერაფერს გვაძლევს, მაგრამ არც ის გამოვა მხოლოდ ჩელენჯ თასზე ვითამაშოთ და მერე გუნდი დავშალოთ”.

“აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც რაგბის კავშირში მოვედი, ჩელენჯ თასზე მოხვედრაზე ვერც კი ვიოცნებებდით, არ არსებობდა ვერტიკალი, რომელიც იქამდე მიგვიყვანდა. მაგრამ ჩვენი საერთო მუშაობით, მთავრობის ხელშეწყობით და კარგი პირადი ურთიერთობებით არა მხოლოდ ამ ტურნირზე მოვხვდით, არამედ ‘სქარლეთსის’ დამარცხებით პირველსავე სეზონში სენსაცია მოვახდინეთ”.

“ერთი თამაში მიმდინარე სეზონშიც უკვე მოვიგეთ, დავამარცხეთ ფრანგული ‘ვანი’ და თუ 11 იანვარს ‘ბაიონასთანაც’ გავიმარჯვებთ, ჯგუფიდან გასვლის ძალიან დიდი შანსი გაგვიჩნდება, რაც კიდევ ერთი ზარი იქნება დიდი სარაგბო ოჯახისთვის, რომ ქართველები მოვდივართ! და ამ კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გულშემატკივრის ფაქტორი იქნება, რომელთა სიმრავლე ერთის მხრივ ბიჭებისთვისაა მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ ქართული რაგბის წინსვლისთვის, რათა მომავალში კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირები ვითამაშოთ” - აღნიშნავს ტყემალაძე.

პერსპექტივა - გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი

იოსებ ტყემალაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ‘შავი ლომი’ კიდევ ერთ უმაღლესი დონის ტურნირში, გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩაერთვება, სადაც ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, იტალიური და სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზები თამაშობენ და მთელი სეზონი გრძელდება.

მასში ამჟამად 16 გუნდი თამაშობს და განიხილება კიდევ ორი გუნდის დამატების შესაძლებლობა და თუ ეს განხორციელდა, ტურნირის ფარგლებში ‘შავ ლომს’ მინიმუმ 18-20 მაღალი დონის თამაში ექნება - მათგან ნახევარი საქართველოში.

“თუკი რამ შესაძლებელია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩავერთოთ. ეს არის უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირი, რომელიც გზას გვიხსნის ჩემპიონთა თასისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, იქ ჩართვით ‘შავი ლომი’ მიიღებს 18-20 მაღალი ინტენსივობის თამაშს, რასაც ემატება ჩელენჯ თასის მინიმუმ 4 შეხვედრა. ამ შემთხვევისთვის, მაღალი მიღწევების ჯგუფთან ერთად განვიხილავთ საფრანგეთიდან იმ მოთამაშეების დაბრუნებას, რომლებიც ისეთ კლუბებში თამაშობენ, რომ მათ განვითარებას ვერ უზრუნველყოფენ. ეს მოთამაშეებისთვისაც სასურველი იქნება, რადგან სწორედ ისეთი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ, რისი სურვილიც აქვთ”.

“რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის საბჭო ამ საკითხის განსახილველად იანვარში შეიკრიბება და ჩვენ მასში სრულად ვართ ჩართული. თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, ეს დააკომპენსირებს იმ მაღალი დონის თამაშების ნაკლებობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ნაკრები განიცდის. 20-წლამდელების 6-ერში და ‘შავი ლომის’ გაერთიანებულ ჩემპიონატში ჩართვა პროგრამა მაქსიმუმი იქნება უახლოეს 1-2 წელიწადში და მერე ისეთ შედეგებს მივიღებთ, ისეთ ტიერ1-ის გუნდებს დავამარცხებთ, რომ ექვსი ერი თვითონ გაგვიღებს კარებს”.

“ამიტომ, სულმოუთქმელად ველით იანვრის შეხვედრას, თუმცა ისინიც უყურებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რაც სტუმრად ჩამოსულმა ფრანგებმა თქვეს - თქვენთან სრული მშვიდობაა იმასთან შედარებით, რაც ჩვენთან “ყვითელი ჟილეტების” გაფიცვის დროს ხდებოდაო. მაგრამ ორგანიზატორები მაინც ღელავენ საფრთხეებსა და რისკებზე”.

“ქართველებს გვიყვარს თქმა - უნდა მოვიგოთ, მაგრამ ამ თითოეული გამარჯვების თუ წინსვლის უკან უამრავი ადამიანის ღვაწლია ჩადებული - მოთამაშეების, მწვრთნელების, მთლიანად რაგბის კავშირის და საქართველოს მთავრობის. მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, ‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასში ჩართვის პროექტი ვერ შედგებოდა, რადგან პატარა ციფრებზე არაა საუბარი და ახლა მათთან ინტენსიურ მსჯელობაში ვართ გაერთიანებულ ჩემპიონატში ჩართვასთან დაკავშირებით”.

“ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობისთვის. ტურიზმის ადმინისტრაცია გახდა EPCR-ის ერთ-ერთი სპონსორი (რომელიც ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ორგანიზატორია) და საქართველოს ბანერი ყველგან ანათებს. თამაშებს ყველა კვირაში ასი ათასობით გულშემატკივარი ესწრება, თითოეულ თამაშზე 800-1000 გულშემატკივარი ჩამოდის, ტელე-ტრანსლიაციებს კი ასეულობით მილიონი ადამიანი უყურებს. რაგბის მეშვეობით ხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია, ხასიათის და იდენტობის წარმოჩინება, საკლუბო პოზიციონირება”.

“სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ყველანი მივიდეთ სტადიონზე და 11 იანვარს ვუგულშემატკივროთ ‘შავ ლომს’, არა მხოლოდ იმიტომ რომ კიდევ ერთი გამარჯვებით დავწეროთ ისტორია, არამედ გავიკვლიოთ გზა მწვერვალებისკენ. რაგბი ყველასია და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ ბუნებრივ ადგილთან, რასაც ევროპული ტურნირების მწვერვალი ქვია და მჯერა იმ მწვერვალსაც მალე მივაღწევთ, რომელზეც ჩემი მოსვლის დღიდან ვსაუბრობდი - ერთ დღეს აუცილებლად გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები! ეს არ მოხდება ერთ დღეში, მაგრამ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და შედეგიც აუცილებლად იქნება”.

“ის რაც გვაქვს გენეტიკაში და ისტორიაში, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”.

Rugby.ge

zaza
დატოვე საქართველო, სირცხვილია სუნი აგდის...
ბაჩანა
უკვე ისე მიდის საქმე ყველა სპორტიდან გამოიყვანენ ქვეყანას. აღარც ფეხბურთში გავალთ ევროპაზე და აღარც ევრობასკეტი და ა.შ. პრინციპში თუ ხალხს არ უნდა ევროპული წესებით ცხოვრება, აღარც ევრო სპორტში უნდა ვიყოთ და გადავიდეთ აზიურ ლიგებში. ახალი ჩემპიოენები გვეყოლება აზიაში ძალოსნობაში, ჭიდაობაში ა.შ. მაგ: აზიის სამგზის ჩემპიონი ლაშა ბექაური, აზიის ჩემპიონთა თასზე დინამო-თურქმენბასტან და მიდი-მოვდივარ.
ბათუმელი ექსპერტი ანტიბიძინისტი.
ამან ეხლა პოლიტიკური განცხადება გააკეთა პრო ქართულ ოცნებური(პრორუსული) "გასაპრავებელი" თუ რაგბიზე ილაპარაკა?
ბრაზი
მძლავრი ქართული რაგბის უფრო და უფრო გაძლიერებისა იყოს!!!
თამაზ გომრლაური
ვერ გავიგე, თუ ბატონი ბიძინას წინააღმდეგ რატომ მიდის ეს კაცი. ამდენი ფული შეუჭამეს ამხელა ამაგის მქონე პიროვნებას ამ ევროპელებმა და აქ სტადიონზე უნდა ვყუმასპონძლოთ? ვისი აშენებულია ბატონო ტყემალაძე აქაურობა, ფრანგებს მაგ პიჟონებს რომ ვუმასპონძლოთ. მაგათ ტრადიციები დაკარგული აქვთ აქ მხოლოდ გარყვნილებას ჩამოიტანენ. მითუმეტეს გაერთიანებულ ჩემპიონატში თუ აპირებთ შავი ლომის ჩართვას, იქ რას ნახავენ კარგს ჩვენები რომ ჩავლენ? სხვა ჩემპიონატია მოსაფიქრებელი, თუნდაც იაპონიის ლიგას რომ შევუერთდეთ, ოღონდ ეგ გარყვნილი ევროპა არ გვინდა.რუსთაველზე გადით აბა, სულ ნაცები და გეი ახალგაზრდობა უჭერს მხარს მაგ ევროპას.
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
MOPO: გოჩოლეიშვილმა ვარჯიშზე გაიტანა, მაგრამ თავის ტრავმა მიიღო
სალაჰს სემენიო შეცვლის? - "ლივერპული" გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ემზადება
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"მისმა ფეხბურთელებმაც იციან, რომ სისულელეებს ლაპარკობს" - პეტიმ ამორიმი გააკრიტიკა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ბოსტონთან" - "ტორონტო" "TD Garden-ში" 2 ქულით დამარცხდა
"ამის გამო ნამდვილი ცხოველია" - სენდჰეგენმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
სკანდალი მწიფდება. დემბელემ ხელფასის მომატება მოისურვა - კლუბი მისი მოთხოვნით უკმაყოფილოა
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
ხარებაშვილი The Guardian-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა
"არ არის პირველი, როცა დაბრკოლების წინაშე ვართ" - ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
"ვადასტურებ, ამ ჩემპიონატში მუშაობა ჩემი ოცნებაა" - ლუჩანო სპალეტი
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
"შავი ლომი" "ბაიონასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს
ჩელენჯ თასი | 120 წლის ფრანგული კლუბი თბილისში
"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით