დაურეკე, ტელეფონო, დაურეკე - რუსული მედია ხვიჩას გოლით აღფრთოვანებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წაგებულ მატჩში (1:2) საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ გოლს მისი კლუბი "რუბინი" და თითქმის ყველა რუსული სპორტული გამოცემა გამოეხმაურა.

"რუბინის" საიტმა გოლის ვიდეოს წარწერა დაურთო: "ვინმემ დაურეკეთ უკვე ამ ბიჭს".

"დაიჭირეთ კვარაცხელიას მაღალი კლასის გოლი ესპანეთთან - დაცვის ხვრელით ისარგებლა. გოლი ძალიან კოლორიტულად აღნიშნა - ხვიჩა კრიტიკოსებს უსმენს", - წერს sports.ru.

"ხვიჩა ჩვენ თვალწინ ძვირდება. "რუბინის" ლიდერმა გაიბრწყინა. თავისი საბაზრო ღირებულების და დიდი ევროპული კლუბების თვალში ფასის  გაზრდას აგრძელებს. თუ რუსეთის ჩემპიონატში მისი
გმირობები კონტინენტური გრანდებისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მუნდიალის შესარჩევი მატჩები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იდეალური ვიტრინაა. კვარას გოლს ევროპის სამგზის ჩემპიონის და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონის კარში მხოლოდ ესპანეთის ტელევიზიით როდი აჩვენებენ!", - აღნიშნავს championat.com-ი.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოღმებო! გამოვა კი არა, თვითნაბადი ალმასია, დაწახნაგება სჭირდება. ყოჩაღ ხვიჩა!
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
03 აპრილი 2021 19:38
0
მაღალი კლასის გოლი არა ტოროლა )))))))))
))))))))
02 აპრილი 2021 15:38
1
მაგისგან არაფერი არ გამოვა.
gogi
31 მარტი 2021 10:43
7
ვისურვოთ ფორმაში მყოფი ჭანკვეტაძე, გიორგი ჭანკვეტაძე და მერე ნახავენ ევროპელები დიდ და საინტერესო სპექტაკლებს.
ზურა
29 მარტი 2021 15:08
4
თქვენ თვითონ დასცინიტ საკუთარ თავს
vvvvv
02 აპრილი 2021 15:31
0
გიორგი ჭანკვეტაძე არაა,კვაჭანტირაძეა
დათო
29 მარტი 2021 15:18
0
სლავას, მესხის, გუცაევის, ყიფიანის ღირსეული გამგრძელებელი!!!
ამო
29 მარტი 2021 12:59
6
mag jestshi gvtenes zustad
კუ კობსონი
29 მარტი 2021 11:13
22
ზღმარტლი ჭამეთ!
მიდი გელა!
29 მარტი 2021 10:20
22
ხვიჩა, თუ ზედმეტ ტვირთს გკიდებ ბოდიში. არ დაგვაღალატო წიე! ( თან რა სახელი გქვია)))). სხვებიც აგყვებიან. ჩაკვეტაძეც მალე დაბრუნდება. ოთარიც როგორი მაგარია. აბა ბიჭებო! გადამიყვანეთ ჭკუიდან! მეიმედებით!!!
დიმო
29 მარტი 2021 02:16
3

სიახლეები პოპულარული