"ჩემი მიზანი მისი "რუბინში" დარჩენაა..." - ყაზანელთა დირექტორს ხვიჩას გაყიდვა არ სურს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა SE-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველმა ვარსკვლავმა გუშინ, 28 მარტს, ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი შეხვედრა "ფურია როხას" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"გაიზარდა თუ არა ხვიჩას ფასი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე სატრანსფერო ღირებულებას თვალს არ ვადევნებ. პირადად ჩემთვის ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მე მისით ძალიან ბედნიერი ვარ, მომწონს ის გზა, რომლის მიხედვითაც მისი კარიერა ვითარდება.

რისთვის უნდა გაიზარდოს ფასი? ჩემი მიზანი
მისი გაყიდვა არ არის, ჩემი მიზანი კვარაცხელიას "რუბინში" დარჩენაა. მინდა მან ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს" - განაცხადა სა
იმანოვმა.

წყარო: sport-express

მკითხველის კომენტარები / 14 /
gushin gamochnda rom xvicha unda gadavides karg gundshi top chempionatis fexburtelebs ra advilad atyuebda. rubinshi mets veghar ganvitardeba. uketesi rom gaxdes aiaqsi dortmundi an rame egeti gundi unda. ligazec itamashebs faqtia amis dzala sheswevs.
2
დარჩეს კი არა მალე უნდა წავიდეს და იშრომოს უფრო მეტი რომ საშუალო დონის გუნდის ძირითადში მოხვდეს და ახალი გამოწვევა განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს, ჯუღელმა უნდა იკისროს საშუალო დონის გუნდში გადასვლა სასწრაფოდ. ხვიჩა ღმერთი გფარავდეს.
roma bejanidze
18:00 29-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული