ხვიჩათი "სევილიას" დაინტერესებაზე კომენტარი ჯუღელმა გააკეთა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასადმი "სევილიას" ინტერესზე კომენტარი გააკეთა:

"ხვიჩაზე ჯერ "სევილია" ოფიციალურად არ გამოსულა, ის "რუბინის" მოთამაშეა. თუმცა, გასაგებია, ხვიჩა ადრე თუ გვიან რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს, მაგრამ ამისათვის სერიოზული წინადადება უნდა იყოს. ჩვენ ჯერ დაველოდებით, არსად გვეჩქარება. "რუბინში" მას ყველაფერი აწყობს, ვითარდება და პროგრესირებს.

ესპანელებთან გოლი? გოლი, როგორც გოლი, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ეს მისთვის დიდი სტიმულია, ყოველდღე კი არ უტან ესპანელებს. უცბად დაივიწყებს ამ გოლს და შეუპოვრად გააგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს",
- ციტირებს ჯუღელს Sport24-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩას აგენტის არ მეიმედება, და მაგ მოვაჭრე რუბინის დირექტორისაც..., ხვიჩა თავის თავს გადაიყვანს კარგ კლუბში,
აჩი***
13:56 30-03-2021
2
რა თქმა უნდა საქართველოში ტალანტებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ხვიჩა მარტო ტალანტი არ არის, ის, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდაა და იცის, რით მიაღწიოს მწვერვალს. თუ დღემდე ქართველი ფეხბურთელების ტალანტი და შრომისმოყვარეობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო, ხვიჩასთან პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია, რაც არ შეიძლება არ გვახარებდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
20:35 29-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული