"სევილიას" სპორტული დირექტორი კვარაცხელიას საბერძნეთში პირადად დააკვირდება

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი პაულო სესარ კორტესი წერს, რომ "სევილიას" სპორტული დირექტორი მონჩი საბერძნეთში ჩაფრინდა, სადაც დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პირადად დააკვირდება.

როგორც იცით, რამდენიმე დღეა აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ანდალუსიელებს 20 წლის ქართველის დამატება სურთ. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, ისინი არჩევანს კვარაცხელიასა და "ალკმაარის" ფორვარდ ბოადუს შორის გააკეთებენ.

მონჩი ცნობილი საფეხბურთო ფუნქციონერია, რომელმაც სახელი "რომასა" და "სევილიაში" მუშაობით გაითქვა.

რაც შეეხება საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს, ის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მონჩი დიდი ფიგურაა ესპანურ ფეხბურთში, მის სახელს არაერთი აღმოჩენა უკავშირდება, დანი ალვესი და რაკიტიჩს დავასახელებ მხოლოდ, თვითონ თუ ჩადის პირადად ეს უკვე დიდი საქმეა, მესამე ან მეთხე ვარიანტი რომ ყოფილიყო ვინმე მენეჯერს გააგზავნიდნენ. აბა ხვიჩა შენ იცი, ჩვენ გვჯერა შენი!!!!!
მეგრელი
17:21 31-03-2021
0
ეს ძალიან კარგი ამბავია სევილია იმ გუნდების კატეგორიას განეკუთვნება რომელიც დიდ ფულს იშვიათად ხარჯავს ფეხბურთელების ყიდვაში და რუბინი 25 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის ხვიჩას და სევილიასთვის ეს დიდი თანხა და თუ სევილია ამხელა ფულს გადაიხდის ის დიდი იმედებს დამყარებს ხვიჩაზე და მისცემენ სათამაშო დროს ძალიან გამიხარდება მე პირადად თუ სევილიაში გადავა სად ლალიგა და სად რუსეთის პრემიერ ლიგა სად რეალს ატლეტიკოს ბარსელონას და ვალენსიას რომ ეთამაშები და სად ურალს უფას და როტორს. წარმატებები ხვიჩას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ლალიგაში სევილია ნამდვილად კარგი გუნდია მუდმივად ევროტურნრებს თამაშობს და ლალიგაშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
გიორგი
15:40 31-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული