"სევილიას" სპორტული დირექტორი კვარაცხელიას საბერძნეთში პირადად დააკვირდება

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი პაულო სესარ კორტესი წერს, რომ "სევილიას" სპორტული დირექტორი მონჩი საბერძნეთში ჩაფრინდა, სადაც დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პირადად დააკვირდება.

როგორც იცით, რამდენიმე დღეა აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ანდალუსიელებს 20 წლის ქართველის დამატება სურთ. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, ისინი არჩევანს კვარაცხელიასა და "ალკმაარის" ფორვარდ ბოადუს შორის გააკეთებენ.

მონჩი ცნობილი საფეხბურთო ფუნქციონერია, რომელმაც სახელი "რომასა" და "სევილიაში" მუშაობით გაითქვა.

რაც შეეხება საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს, ის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ესპანეთთან მილანის სკაუტები რომ დააკვირდნენ იმათმა რაო ?
1
მონჩი დიდი ფიგურაა ესპანურ ფეხბურთში, მის სახელს არაერთი აღმოჩენა უკავშირდება, დანი ალვესი და რაკიტიჩს დავასახელებ მხოლოდ, თვითონ თუ ჩადის პირადად ეს უკვე დიდი საქმეა, მესამე ან მეთხე ვარიანტი რომ ყოფილიყო ვინმე მენეჯერს გააგზავნიდნენ. აბა ხვიჩა შენ იცი, ჩვენ გვჯერა შენი!!!!!
მეგრელი
17:21 31-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული