რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა sport.business-gazeta.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რა თქმა უნდა, გუნდის ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
- "რუბინის" ფეხბურთელებიდან ხვიჩა, ურემოვიჩი და მაკაროვი ნამდვილად მოთხოვნადები იქნებიან სატრანსფერო ბაზარზე, იგეგმება მათი გაყიდვა?
- როგორც უკვე არაერთხელ განმიცხადებია, ჩვენი ამოცანა არ არის მომავალი ტრანსფერებისთვის ფეხბურთელების მომზადება. ჩვენ გუნდს ვაშენებთ და თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მაგრამ თუ კლუბი მიიღებს სათანადო წინადადებას ამ ფეხბურთელებზე, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს წინადადება.
- ხვიჩაზე მიიღეთ რომელიმე კლუბისგან ოფიციალური წინადადება?
- დარწმუნებული
ვარ, რომ უახლოეს მომავალში უამრავ წინადადებას მივიღებთ. ის ჯერ კიდევ 20 წლის არის და ნამდვილი ტალანტია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან თამაშობდეს.
ყველანაირად ვეცდები, რომ ის მომავალ სეზონში ჩვენთან დავიტოვო, მაგრამ ასევე ისიც მესმის, რომ ხვიჩას ზედმეტად დიდხანს ჩვენთან დატოვებაც არ იქნება სწორი.
- როგორ აპირებთ ხვიჩას თქვენთან დატოვებას? ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებთ?
- რატომაც არა? მისი ახლანდელი კონტრაქტიც გრძელვადიანია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენ კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ სტარფელტს. მას ისედაც 2023 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა ის ერთი წლით გავუხანგრძლივეთ და ხელფასიც მოვუმატეთ.
თავდაპირველად, ის დაბალ ხელფასზე მოვიდა სათამაშოდ, თუმცა ამჟამად ის ძლიერი მოთამაშეა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ეს პრაქტიკა საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია.
თუ მოთამაშე არ დაგთანხმდება კონტრაქტის გაგრძელებაზე, ჩემთვის ესეც პასუხია. ეს ნიშნავს, რომ ის თავის მომავალს არ უკავშირებს ჩვენს კლუბს და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
- პრესაში ამბობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 20 მილიონი ღირს, თუმცა ახლა ევროპაში ფული არ ტრიალებს ტრანსფერებში, ყველა ცდილობს, ფეხბურთელების ბარტერი გააკეთოს; "იუვენტუსს" სურს, დიბალა გაცვალოს, "ბარსელონას" - გრიზმანი...
- მზად ვართ, ხვიჩა დიბალაში გავცვალოთ.
ვერ გამოუვიდა მთლად “წარმატებული ხუმრობა” :)))