"გამწარებულმა კვარაცხელიამ მეტოქის მცველი მოედნიდან გააქრო და ანგარიშში სხვაობა აღადგინა..." - რუსული მედია ხვიჩას მიმართ კომპლიმენტებს ვერ მალავს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის საკვალიფიკაციო თასზე ხვიჩა კვარაცხელია დრიბლინგისთვის საუკეთესო არჩევანია. 31 მარტს, ოთხშაბათ დღეს, ქართველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მეტოქესთან პირისპირ დარჩა, შესანიშნავი ცრუ მოძრაობა გაუკეთა, შემდეგ წაიღო ბურთი, თითქოს მიიმაგრა ფეხზეო და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

საქართველომ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად ვერ დაიწყო. პირველ შეხვედრაში შვედეთში 0:1 დათმეს, შემდეგ კარს ესპანეთთან თამაში მოადგათ. "ფურია როხას" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი კარგი კომბინაცია სუპერტალანტის დიდებული გოლით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად მონდომებისა და "დინამო არენაზე" შექმნილი გიჟური ატმოსფეროსი, მსოფლიოს ყოფილ
ჩემპიონებთან 2:1 მაინც წააგეს. მესამე თამაშში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველთა მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეხვედრის 76-ე წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოში ჩაჭრა და ბერძნებს არაფრისგან მომასწავებელი უპირატესობა აჩუქა... ამაზე გამწარებულმა კვარაცხელიამ ზუსტად წუთ-ნახევარში მეტოქის მცველი მოედნიდან გააქრო და ანგარიშში სხვაობა აღადგინა, საბოლოოდ კი საკუთარ ქვეყანას იმედგაცრუებების შემდეგ პირველი ქულა მოუტანა.

კვარაცხელიამ ბოლო 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ვუნდერკინდი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც საკუთარი გუნდის რიგებიდან მეტოქის ბადეს არხევს. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მოედანზე ყველაზე მეტად ყოველთვის ხვიჩა გამოირჩევა. შვედეთთან შეხვედრაში 4 წარმატებული დრიბლინგი, ესპანეთთან - 5, შვედეთთან - 6 და ის ჯერ კიდევ პატარაა.

ამ ტურნირზე არცერთ სხვა მოთამაშეს მასზე მეტი წარმატებული დრიბლინგი არ შეუსრულებია. მსგავსი შოუს ელემენტებით კი სკაუტები კიდევ უფრო იხიბლებიან.

როგორც ხვიჩას საკლუბო გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმაც აღნიშნა:

"ის ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც გარანტირებულად ექნება სათამაშო დრო. უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რათა შეცდომა დაუშვას, რათა კიდევ უფრო მეტად დომინანტი გახდეს. როდესაც შენი დრიბლინგი 10-ჯერ წარმატებული გამოვა, ხოლო 5-ჯერ წარუმატებელი, არა უშავს, ეს კარგია, მაგრამ როდესაც დადებითს უარყოფითი ბალანსი გადაძლევს, ეს უკვე ცუდი შედეგია. ხვიჩასთვის მნიშვნელოვანია, რომ დაუშვას სწორი შეცდომები, რათა კიდევ უფრო გიჟური დრიბლინგები შემოგვთავაზოს. მისთვის კარგი "სევილიის", "ატალანტასა" და "ლევერკუზენის" მსგავსი სტილის გუნდები გახლავთ" - განაცხადა ლეონიდმა.

ესპანეთთან თამაშის შემდეგ ლუის ენრიკემაც შეაქო ქართველი ტალანტი და მას საქართველოს მომავალი უწოდა...

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ასე ხარ თუ ისე გარტყმაში არ ხარ ღვარძლის ბუდევ
giga
00:40 03-04-2021
1
იქნებ ისიც აგეღნიშნათ,რომ საბერძნეთან 25-ჯერ ბურთი რომ დაკარგა,სამივე შეხვედრაში 55-ჯერ.მე მგონი ბევრია...
130

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული