ეს ბიჭი ფენომენია - შეცვლაზე შესულმა ხვიჩამ "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "რუბინმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "სოჭის".

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ კვარაცხელიას მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დასვენების საშუალება მისცა და სასტარტოში არ დააყენა. პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მეკარე დიუპინმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა ყაზანური გუნდი. ხვიჩა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და თამაში გარდასახა: მე-60 წუთზე ცაგალოვს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 72-ე წუთზე შორიდან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა.

მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეორე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი მეტოქის სწრაფი შეტევა შეაჩერა და ყვითელი
ბარათი მიიღო.

ხვიჩამ მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა, მისი გუნდი კი 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულაღა აშორებს და 10 აპრილს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბრავო კვარო კარგი გასროლა იყო: )) ფენომენის სახელიც დაიმსახურე უკვე არა რაა პროგრესი აშკარაა: ))
Georgia
13:42 04-04-2021
1
თქვენ არა გაქვთ წარმოდგენილი რა ხდებოდა გუშინ კაზანში .... მთელი სტადიონი წამოდგა როცა ზვიჩა მოედანზე გამოვიდა )))) და როცა გოლი გაიტნა კინაღამ დაამტვრიეს სტადიონი ...
ჯონი
12:41 04-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული