რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "სოჭის" 1:0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- ხვიჩას სასტარტოში არყოფნა სანაკრებო მატჩების მერე გადაღლილობით იყო განპირობებული თუ სხვა მიზეზები არსებობდა?
- არა, სხვა მიზეზი არ ყოფილა.
- მაკაროვი რატომ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, ის ნაკრებში თამაშის შემდეგ გადაღლილი არ იყო?
- იმიტომ, რომ მაკაროვი კვარაცხელიაზე თითქმის ერთი დღთ ადრე დაბრუნდა. ხვიჩა გუშინ გამოჩნდა ბაზაზე, მან ძალიან ბევრი იფრინა. ის მაკაროვზე რამდენადმე განსხვავებულ სიტუაციაში იყო.
- კვარაცხელიას გარეშე ჩატარებულმა პირველმა ტაიმმა
აჩვენა, რომ "რუბინს" კრეატიულობა არ ჰქოფნის. აღიარებთ, თუ არა, რომ გუნდი ხვიჩაზე დამოკიდებული გახდა?
- კვარაცხელიას გარეშე ჩატარებულმა პირველმა ტაიმმა
- არა, რა თქმა უნდა. ჩვენთან 11 გოლი დესპოტმა გაიტანა, 6 მაკაროვმა. ჩვენთან სტატისტიკა შეტევის მოთამაშეებზე პლუს მინუს თანაბრად არის გაწერილი. გასაგებია, რომ ნებისმიერი მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც არ გვყავდა დესპოტოვიჩი, ჩვენ დესპოტდამოკიდებულებაზე ვლაპარაკობდით, როდესაც არაა კვარა, მასზე დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობთ. დიახ, ჩვენ გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელთა შეცვლა ძნელია, მაგრამ კონკრეტულად ერთი ასეთი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავს.
"МАТЧ ПРЕМЬЕР"-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არა ხვიჩა, არამედ "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი აღიარა.