ჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერის გასაჩარხად იტალიაში მიფრინავს

AutoSharing Option
"Матч ТВ"-ის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასადმი იტალიური კლუბების დაინტერესებაზე კონკრეტული ინფორმაცია გაავრცელა:

"ხვიჩას ორი გოლი საქართველოს ნაკრებში 10 დღის განმავლობაში - ესპანეთისა და საბერძნეთის კარში - ეს მინიმუმ პლუს 5 მილიონი ევროა მისი სატრანსფერო ღირებულებისთვის. გოლები 2021 წელს "რუბინშიც" გაიტანა, მაგრამ ეს ევროპაში ვერ შეამჩნიეს.

ევროპული კლუბები უკვე იწყებენ მოლაპარაკებას ხვიჩასთან და მის წარმომადგენლებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აგენტი მამუკა ჯუღელი ამ დღეებში იტალიაში გაფრინდება, სადაც მოლაპარაკებებს "მილანისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებთან გამართავს. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ. ასევე
ქართველით კონკრეტულ დაიტერესებას "ნაპოლი" გამოთქვამს.

როგორც ამბობენ, ხვიჩას დიდ პრომოს კახა კალაძე უკეთებს. "მილანის" ლეგენდას აქტიურად ეკითხებიან ხვიჩას პოტენციალზე, ის კი საუკეთესო რეკომენდაციებს აძლევს. კალაძე კვრაცხელიას საკითხს არა მხოლოდ აგენტებთან, არამედ "მილანის" ტექნიკურ დირექტორთან განიხილავს, რომელიც მისი ყოფილი თანამეწყვილე დაცვაში პაოლო მალდინია. მან თბილისში საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე თავისი წარმომადგენელი გააგზავნა", - წერს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კომბლე შენ მართლა კომბლე ხარ
ზაზა
12:38 04-04-2021
0
ვაუ, კახი თუ ამ საქმეს გაჩარხავს. ხოარ ღადაობთ მილანი ან იუვე? რამდენი ხანია ჩვენიანი გრანდში არ ყოფილა
Biannkoneri
02:07 04-04-2021
0

სიახლეები პოპულარული