"გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა გოგა გახოკიძემ Postv-სთან საუბარში ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"გიომ თავიდან ჯვარედინის ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ ტკივილები ჰქონდა, რის გამოც დიდი პერიოდი გამოტოვა.
ახლა ეს ტრავმა მორჩა და ბოლოს ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, მხოლოდ კუნთი გაეჭიმა, რაზეც "გენტის" მწვრთნელმაც ისაუბრა.
ვფიქრობ, ძალიან მალე ის გუნდის განაცხადშიც მოხვდება და ითამაშებს, რადგან მას საგანგაშო აღარაფერი ჭირს და "გენტსაც" პლეი-ოფში მოსახვედრად უმნიშვნელოვანესი თამაშები აქვს.
ჩაკვემ ძალიან მძიმე ოპერაცია გადაიტანა და თითქმის ორი წელი გამოტოვა, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ მისი მონაცემების ფეხბურთელს კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია", - თქვა გახოკიძემ.