ხვიჩას გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - "სოჭის" გენდირექტორი მსაჯობით უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა "სოჭი". ნამატჩევს წაგებული გუნდის გენერალურმა დირექტორმა დმიტრი რუბაშკომ "Р-Спорт"-თან დაიჩივლა, რომ გოლი ჩასათვლელი არ იყო:

"უპირატესობას ვფლობდით, ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. გაშვებული გოლისას ასეთი სიტუაცია იყო: კირილ ზაიკას ბუცის ქაცვებით ფეხი გაუხვრიტეს, სანამ ის გავიდოდა, პირით ხაზთან შეცვლაზე შემოსასვლელად ორი ფეხბურთელი იდგა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მთავარი მსაჯისთვის შეცვლები უნდა მოეთხოვათ, იქამდე კი კუთხური არ გათამაშებულიყო.

ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ გუნდი მზად არ იყო და
ცვლილებებს ელოდა, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რასაც ბურთის სწრაფი გათამაშება, შემდეგ კი დარტყმა მოჰყვა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეხლა ამას ვინმემ რომ უთხრას იდიოტი ხარო ეწყინება რატო ვაროო DDD
ზურა222
06 აპრილი 2021 16:50
0
კუთხურს სასტვენი არ ჭირდება!
*
06 აპრილი 2021 09:42
0
მართალია, არ უნდა ჩათვლილიყო, მატჩამდე ხომ შეთანხმდნენ, „ნასოკებს“ არა ვართო...
svani
05 აპრილი 2021 11:24
3
ნასოკებთან ერთად სოჭს გოლბეკი ყოლია და კუთხურის დროს კარში ჩადგომა ვერ მოასწრო
aguli_11
05 აპრილი 2021 17:58
0
ეგ თქვენმა ფეხბურთელებმა თავის თავს დააბრალონ. თამაში მსაჯის ჩასტვენამდე მიმდინარეობს. მე ასე მეგონა და მას ასე ეგონა ეგრე სადაა?
joi zaza
05 აპრილი 2021 09:00
1
ეგ თუ არ უნდა ჩათვლილიყო!!!!!
ზაზა.
05 აპრილი 2021 03:31
1
ჯერ ივარჯიშე და სოჩას მაგიერ სოჭს რო იტყვი სამართლიანობის აღდგენაზე მერე ილაპარაკე
Levani
05 აპრილი 2021 01:06
0
რა არ იყვნენ სანამ გაათამაშებდნენ იქამდე ყველა სხვას ავალებდა კაცების აყვანას, რანაირად არ ელოდებოდნენ
Nick
04 აპრილი 2021 23:18
0
თუ გვერდითი მსაჯი არ მიმართავს მთავარს,შეცვლის შესახებ,მთავარი მსაჯი,თამაშს გააგრძელებს.თუ გვერდით მსაჯს,გუნდის წარმომადგენელი არ მიმართავს შეცვლის შესახებ,გვერდითი მსაჯი,მთავარს არ მიმართავს,შეცვლის შესახებ.მხოლოდ გვერდითი მსაჯის გვერდით,სათადარიგო ფეხბურთელების დგომა,არაფერს ნიშნავს.ასე რომ საკუთარ უგერგილობას დააბრალონ,თამაშის არ შეჩერება.
სოსო
04 აპრილი 2021 22:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული