"ანორთოსისმა" მორიგი მარცხი განიცადა, აეკ-თან 1:2 წააგო და კვიპროსის ჩემპიონატის პლეი-ოფში ერთადერთი გუნდია, რომელსაც გამარჯვება არ მოუპოვებია. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე კომენტარი მისმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:
"პირველივე ტაიმში შეგვეძლო მატჩის ბედი გადაგვეწყვიტა. სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს გამარჯვებას ვერ ვახერხებთ და ეს პრობლემაა. ჩვენ იმაზე ნაკლები მივიღეთ, ვიდრე ვიმსახურებდით, სხვებმა კი - მეტი. ახლა თასზე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატის თამაშებს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ.
ფეხბურთელების გამო გული დამწყდა, ვინაიდან გუნდმა იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე იმსახურებდა. შესაძლოა, დამაგვირგვინებელ
ფაზაში კლასი არ გვყოფნის. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მოწინააღმდეგემ კი სამი მომენტიდან ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.