მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ესპანურ "ესტადიო დეპორტივოს" განუცხადა, რომ მისი კლიენტი "რეალში" ან "ბაიერნში" მოხვდება და ამაში დარწმუნებულია, აღნიშნული ინფორმაციით გერმანული მედია დაინტერესდა და SPORT1-მა და express-მა წერილებიც გამოაქვეყნეს, თუმცა, ცხადია, ჯერ არაფერი კონკრეტული არ იციან და მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობენ. ახლა კი ხვიჩას სტატია bayernstrikes-მა მიუძღვნა.
"ბაიერნი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებით დაინტერესებულია
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ბაიერნი" რამდენიმე გარემარბთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ეს ზაფხულისთვის პრიორიტეტული პოზიცია არ გახლდათ, მაგრამ დუგლას კოშტას წასვლა მართლაც შექმნის სიცარიელეს. ბრაზილიელი
წარუმატებელი იჯარის შემდეგ "იუვენტუსში" დაბრუნდება.
ბოლო ფორვარდი, რომელიც "რეკორდმაისტერს" დაუკავშირეს, ხვიჩა კვრაცხელიაა. express.de-ს ცნობით, რომელიც football24news-ს ეყრდნობა, "ბაიერნი" ყაზანელთა ვინგერით დაინტერესებულია. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ის "ბაიერნში" ან "რეალში" ითამაშებს.
20 წლის თავდამსხმელი "რუბინში" ძალიან პროდუქტიულ სეზონს ატარებს, მაგრამ ვიდრე გერმანულ მედიაში უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელდება, მისი დაკავშირება მიუნხენურ გუნდთან ნაადრევია. თუმცა ამ მარცხენაფლანგელის დამატება საინტერესო იქნება, რამეთუ ქართველმა რუსეთში შთაბეჭდილება მოახდინა.
თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, კვარაცხელიას შეიძლება ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება დაუდონ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, პირველივე წელს ათამაშონ. შესაძლოა, ყაზანში უკან იჯარით გაუშვან, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს. მოცემულ მომენტში ეს მართლაც უფრო ჭორს ჰგავს, მაგრამ კვარაცხელიას ყურადღება უნდა მივადევნოთ, ვინაიდან "ბაიერნი" მარცხენა ფლანგზე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს".
თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, კვარაცხელიას შეიძლება ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება დაუდონ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, პირველივე წელს ათამაშონ. შესაძლოა, ყაზანში უკან იჯარით გაუშვან, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს. მოცემულ მომენტში ეს მართლაც უფრო ჭორს ჰგავს, მაგრამ კვარაცხელიას ყურადღება უნდა მივადევნოთ, ვინაიდან "ბაიერნი" მარცხენა ფლანგზე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს".
ჩემპიონთა ლიგაა აქ მოგებული და ნამდვილი მანქანაა ეს გუნდი, რომელიც ანადგურებს,ყველას ვინც შეხვდება. სამწუხაროდ ჩემი აზრით ხვიჩა ამ ეტაპზე ბაიერნის დონეზე ვერ თამაშობს და ძნელად სავარაუდოა, რომ იქ გადასვლის შემთხვევაში მან მიიღოს ბევრი სათამაშო დრო,რადგან იქ არის ძალიან დიდი კონკურენცია,ხოლო რაც შეეხება მილანს ჩემი აზრით დღევანდელი მილანი ხვიჩასთვის არის იდეალური ვარიანტი პირველ რიგში იმიტომ ,რომ მილანს არ ჰყავს ვარსკვლავური შემადგენლობა სადაც დიდი კონკურენცია არ თამაშობენ 50 100 მილიონიანი ფეხბურთელები დღევანდელ მილანში მეორე გუნდი პროგრესის გზას ადგას და ახალგაზრდებზე აკეთებენ აქცენტს, მესამე წელს კარგად გამოიყურება ჩემპიონატში და მომვალ წელს ლიგაზეც იქნება და ხვიჩას პოზიციაზე მილანს არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელი ან ფეხბურთელები ვისთანც კონკურენცია შეიძლება, რომ გაუჭირდეს ხვიჩას ჩემი აზრით დღევანდელი მილანი ხვიჩასთვის ყველაზე კარგი ვარიანტია.
არაა ჯერ ბაიერნის დრო. სხვა შუალედური კლუბი სჭირდება