უკვე კონკრეტიკა: "რუბინმა" "მილანს" კვარაცხელიას ტრანსფერში 19 მილიონი მოსთხოვა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი"
ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".


მკითხველის კომენტარები / 35 /
რად გინდათ თქვე გახარებულებო ფულზე რო დაობთ,თქვენ მაინც არავინ არაფერს არ გაძლევთ,მთავარია კვარა გრანდებმა წაიყვანონ და თუნდაც ცენტი გადაუხდიათ.
მახა
06 აპრილი 2021 08:17
2
მილანი არ არის კარგი ვარიანტი ხვიჩასთვის მგონი. დიდი შანსია დაიკარგოს მანდ თან სერია A არ არის სანახაობრივი და საინტერესო დღეს. ესპანეთი თუ არა ინგლისი იქნებოდა ძალიან კარგი, ლივერპული, სიტი. კარგი მწვრთნელები ყავთ, გაზრდიან ხვიჩას, დინამიურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
Tengo
06 აპრილი 2021 06:51
29
ჩემი აზრით იტალია და კერძოდ მილანი იდეალური ვარიანტია ხვიჩასთვის. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ 19 მილიონი ცოტა არის და სჯობს ძვირად გაიყიდოს, რომ გუნდში უფრო დაფასდეს და მყარი პოზიციები ჰქონდეს. მილანი დიდ თანხას ვერ იხდის ტრანსფერებში და ისეთ ახალგაზრდებზე აქვს აქცენტი გაკეთებული, რომლებსაც კარგი პერსპექტივა აქვთ.ამიტომ იმის შიში, რომ შედარებით დაბალ ფასად ნაყიდ ხვიჩაზე მეტად შეიძლება სხვა ათამაშონ ძირითადში არასწორია, რადგან მილანში ახლა ფიზიკურად არ თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, რომელაშიც დიდი თანხაა გადახდილი და სკამზე ვერ დასვამენ. ხვიჩა და ტეო ერნანდესი მარცხენა ფრთიდან ნებისმიერ დაცვას აიკლებენ.
H
06 აპრილი 2021 12:28
0
არ ძმობილო! იტალია დღეს გაცილებით სანახაობრივია ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატი,გაგიკვირდება,მაგრამ ფაქტია რომ იტალიაში უფრო შემტევ ფეხბურთს და სანახაობრივს თამაშობენ! ნუ მილანი ჩვენთვის კარგ მოგონებასთან ასოცირდება და იმედია ყველაფერი კარგად იქნება! ინგლიის რაც შეეხება,იქ გაცილებით ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ! ჩემი აზრით კვარასთვის კარგია სერია A და ბუნდესლიგა!
gabo
06 აპრილი 2021 11:04
0
ან პრემიერლიგა, ან რეალი ან ბარსა, სხაზე არ ვართ თანახმაა :))
ემიგრანტი
06 აპრილი 2021 06:04
22
ბაიერნი?...
buba
06 აპრილი 2021 12:46
1
ხვიჩას ფასი ამ ეტაპზე 35-40 მილიონია ჩემი აზრით,რა 19 ხომ არ ჩამოკრეს
კახი კახა
06 აპრილი 2021 04:12
40
ზეხირია...მაგდენს ამ ეტაპზე არავინ გადაიხდის.... ჩემი აზრით რეალური ფასი 20 ლიმონია
mirosan
06 აპრილი 2021 09:10
2
ჰე ბიჭო, ა ნენა ოდილა რანინა.
წარმატებები ხვიჩას.
ეუფ
06 აპრილი 2021 02:03
1
მესმის რომ კორონას გამო კრიზისი აქვთ კლუბებს მაგრამ 19 მილიონი, 20 წლის ესეთ ტალანტში სასაცილოა და სხვა არაფერი. მინიმუმმ ყველაზე ცოტა 25 უნდა ითხოვდნენ მაგრამ რავი მაგათი საქმეა და თვითონ უკეთ იციან
ოკ
06 აპრილი 2021 01:55
9
სადაც ნაპოლი ოსიმენში 70 იხდის იქ 19 მილიონი მილანისთვის დიდი თანხა ნამდვილად არაა თამაშები ხვიჩასნაირი ტალანტი 19 მილიონად ნაჩუქარია ჩემი აზრით აუცილებლად უნდა შედგეს ეს ტრანსფერი
Gio
06 აპრილი 2021 01:51
3
მილანი გაყიდის მერე მილანში თუ ისე ითამაშა როგორ რუბინში და ნაკრებში მის ფასი ერთ წელიწადში 100გადაჭარბებს ყველას უნდა ნაკლები რისკით დიდ ტალანტი ჩაიგდოს ხელში.ნორვეგიელ 5 მილიონამდე ღირდა მოდი ახლა დორტმუნდს კითხე რას აფასებს ნახე:)ბარსა და სიტი და გრანტები ნადირობენ.მე ვფიქრობ 20მილიონსაც თუ გადაიხდიან მაგარია არ დაგვავიწყდეს საიდანაა ი არგენტინელი ან ბრაზილიელი რომ იყოს უკვე გრანდში იქნებოდა
Mosexoneli
06 აპრილი 2021 09:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული