უკვე კონკრეტიკა: "რუბინმა" "მილანს" კვარაცხელიას ტრანსფერში 19 მილიონი მოსთხოვა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი"
ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".


მკითხველის კომენტარები / 35 /
გახდება ეხლა ანაზდად ყველა ტრანსფერბაზრის ექსპერტი
გივი
06 აპრილი 2021 12:46
0
19 რაა, ესეც კოვიდი ხომ არაა, ვფიქრობ ტრანსფერმარკეტში ყველაზე სანახავია და ვინაიდან თუნდაც მოლაპარაკებები გასტანს მინიმუმ თვე და რადგანაც ყველაზე მზარდი აღმოჩენაა სხვებისთვის, საუკეთესო კოლაჟიტ იუთუბზე, ამიტომ ეჭვი არაა, წამოვა უფრო სხვა წინადადებებიც. წარმატებები!!!
მინდია
06 აპრილი 2021 13:38
1
სლუცკიმ უთხრა საიმანოვს რაა 19 მილიონი ბარემ 20 გეთქვაო და იმან-რა 20 ღორები ხომ არ ვართოო P და სერიოზულად რომ ვთქვათ ვინც ამბობს 19 მილიონი იაფიაო არ გკიდიათ ? პირიქით ძალიანაც კარგია ძვირად რომ არ აფასებენ იმიტომ რომ უფრო ბევრი გუნდი გამოუჩდება და საქმე ასარჩევად ექნება ! თანაც როგორც ვიცი კონტრაქტში ჩააწერინა ჯუღელმა რომ როგორც კი გამოჩდებოდა ტოპ 5 ლიგების გუნდი არანარი დაბრკოლებას არ შეუქმნიდნენ და რაღაცა სასწაულ თანხას არ მოითხოვდნენ
ზურა222
06 აპრილი 2021 15:54
0
რუბინმა მილანს "19 მილიონი მოსთხოვა" და "ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული" (ვის მიერ?) სულ სხვადასხვა რამაა!
N
06 აპრილი 2021 13:04
1
დღეს არ უთქვია საიმანოვს ჩვენთვის არავის მოუმართავსო?
Levani
06 აპრილი 2021 14:58
1
რუბინისაც გაიგეთ..ხვიჩას რო გაყიდის-მილიონობით ნაკლები უყურებს რუბინის თამაშებს..მილიონზე მეტი მარტო ქართველი მაყურებელი ყავს რუბინს..მერე სხვებიც ვისაც ტექნიკური ფეხბურთი უყვარს..დარჩება მარტო დესპოტი და მაკაროვი სლუცკის
Levani
06 აპრილი 2021 13:19
0
ან პრემიერლიგა, ან რეალი ან ბარსა, სხაზე არ ვართ თანახმაა :))
ემიგრანტი
06 აპრილი 2021 06:04
22
ბაიერნი?...
buba
06 აპრილი 2021 12:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული