ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში, "რაპიდთან" შეხვედრის 29-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელთან უხეშობისთვის გაძევებული "ვოლფსბერგერის" ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ლოჩოშვილმა ამ სეზონში უკვე მესამე წითელი ბარათი მიიღო (18 მატჩში) და ლასკ-თან, "სვაროვსკისთან" და "შტურმთან" მომავალ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა რომან სტარიმ განაცხადა, რომ ქართველი მცველის გაძევებამ "რაპიდთან" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა რომან სტარიმ განაცხადა, რომ ქართველი მცველის გაძევებამ "რაპიდთან" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.