ლუკა ლოჩოშვილი მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში, "რაპიდთან" შეხვედრის 29-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელთან უხეშობისთვის გაძევებული "ვოლფსბერგერის" ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ლოჩოშვილმა ამ სეზონში უკვე მესამე წითელი ბარათი მიიღო (18 მატჩში) და ლასკ-თან, "სვაროვსკისთან" და "შტურმთან" მომავალ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა რომან სტარიმ განაცხადა, რომ ქართველი მცველის გაძევებამ "რაპიდთან" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა ხვდებით რატო არ იყო გამოძახებული.
kaxi
10:48 07-04-2021
2
7 გოლი გაუშვა 10 კაცით მაინც არააა გასამართლებელი და ეხლა ლოჩოს Nუ დააბრალებს ყველაფერს
Rezo
10:28 07-04-2021
6

სიახლეები პოპულარული