ვაკო ყაზაიშვილის პირველი დიდი წარმატება კორეაში!

AutoSharing Option
გუშინ, 7 აპრილს, ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში "ულსან ჰიუნდაის" რიგებში გაიბრწყინა. ქართველმა შემტევმა ჯერ შედეგიანი გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თავი დიდებული გოლით გამოიჩინა. შეგახსენებთ, "ჰიუნდაიმ" 3:2 იმარჯვა.

ამრიგად, ვაკო კორეის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც შევიდა.

Sportall.Ge

წყარო: KLEAGUEofficial ფეისბუქგვერდი

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა ნიჭი გაფლანგა ამ ბიჭმა... არ გაძღა ამის ცოლის ნათესავების მუცელი. ფულის საჭრელ დაზგად ყავ გადაქცეული
გგგ
08 აპრილი 2021 18:11
0
წარმატებები მაგრამ ფეხბურთელად დიდი ხანია არ აღიქმება, სამხრ. კორეაში, უზბეკეთში და ა.შ. ფეხბურთის სათამაშოდ არ მიდიან, მიდიან სამუშაოდ (ისევე როგორც როტორებში და კამაზებში )
ზორბეგი
08 აპრილი 2021 15:09
13
1-2 წელიწადში ოდნავ კიდევ რომ შეამცირებს თამაშის ხარისხს, შემდეგ ინდოეთი გადავიდეს სათამაშოდ და იქაც საუკეთესოდ დაასახელებენ.

კორეის ჩემპიონატის ტურის სიმბოლური “დიდი წარმატებაა”? ბიჭი ვიტესში თამაშობდა სტაბილურად ძირითდში და სადამდე ჩამოლაბორანტდა
დიდი წარმატება?
08 აპრილი 2021 14:49
6
დიდი წარმატება? გადამლაშებული ხომ არ არის შეფასება? გოლი გაიტანა კორეის ჩემპიონატში
leo
08 აპრილი 2021 17:43
6
მე ოქრის და ამის დამატებაზე არ ვიტყოდი უარს,ფორმაში თუ იქნებიან
კახა ქ.
08 აპრილი 2021 19:00
7
ყაზაიშვილი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
08 აპრილი 2021 17:26
13
ყოჩაღ ვაკო!ჩემი აზრით, ჯერ ისევ შეგწევს ძალა რომ დაეხმარო ჩვენს ნაკრებს,მთავარია ფორმაში იყო. ისე ამ ბოლო დროს ხასიათის მოთამაშედ ჩამოყალიბდი,ხან შენი კარგი თამაშით აღაფრთოვანებ ყველას, ხან კი საერთოდ არ სჩანხარ მოედანზე!! არაა მეგობრებო კორეა ხელწამოსაკრავი ქვეყანა,ცხოვრების დონე უმაღლესია და არც ფეხბურთი არაა ცუდი, ყოველშემთხვევაში კვიპროსის,ყაზახეთის,უნგრეთის და მსგავსი ქვეყნების ჩემპიონატებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. სრულიად შესაძლებელია ამ ჩემპიონატში ნაკრების ფეხბურთელის მომზადება!
kaxa
08 აპრილი 2021 14:41
15
თავის დროზე ვაკოს საკმაო დამსახურება აქვს ნაკრებში, მაგრამ დღესდღეობით მის ადგილს ჩვენს ეროვნულ გუნდში ვერ ვხედავ, მით უმეტეს როცა ახალგაზრდები წამოვიდნენ. დღევანდელ ნაკრებში ვაკო და ოქრი თუნდაც იმიტომ არ გამოდგებიან
რომ სისწრაფეები აქვთ დაკარგული, თამაშის ტემპს ანელებენ და ბურთის ზედმეტად თრევა სჩვევიათ
ქალის სიმართლე
08 აპრილი 2021 19:59
8
გაუმარჯოს ვაკოს! კაცი მისი ოფლით გამოიმუშავებს ფულს,უბრალოდ მიკვირს ბევრი კომენტარების ცინიზმი და ბოღმა,უბრალოდ არ შეგიძლიათ ქართული ფეხბურთელის წარმატება გავიზარდეთ? ბევრი მათგანი ვინც ამხელა სპეციალისტები ხართ ,უბნიდან არ გასულ ხართ, ერთი მეორეს სიგარეტებს თხოვთ,მომაწევიე ძმაო!!!!
დავიდუსი
09 აპრილი 2021 09:26
1
ვინც ვაკოს ამატთლებთ და იძახით კორეის დონესაც არაუშავსო...@@@ იმიტომაც დარჩა ნაკრებს გარეთ!!! არა და ტიპს იმდენი შეუძლია შეილება კვარაცხელიასაც არ ქონდეს მაგდენი ნიჭი... მარა რადგინდა, უზარმაცესი.
emigranti
08 აპრილი 2021 14:28
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული