იტალიური პრესა: ომი დაწყებულია! "მილანი" და "იუვენტუსი" კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ

AutoSharing Option
Tuttojuve24 წერს, რომ "იუვენტუსი" "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.

წყაროს ცნობით, ეს ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მიზანი ყოფილა, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები იქვე წერენ, რომ მას წინ დაბრკოლებები ექნება.

"ომი დაწყებულია... პარატიჩი სერიოზულად ფიქრობს, რომ კვარაცხელია შეიძინოს, რადგან ის ახალგაზრდაა და ტურინში ფიქრობენ, რომ დიდი მომავალი აქვს.

თუმცა "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს ძალიან დიდი დაბრკოლება შეექმნება. "მილანს" ფეხბურთელის მიმართ ასევე სერიოზული ინტერესი გააჩნია და თანაც "რუბინი" კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ
საკმაოდ სერიოზული თანხაა", - წერს საიტი.

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა თითქმის ყველა იტალიური წყარო ადასტურებს ცნობას, რომ "მილანსაც" და "იუვესაც" სურთ კვარაცხელიას შეძენა.

იწერება იმის შესახებაც, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავა და ორივე გუნდის წარმომადგენლებს დაელაპარაკება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ მაგ კლუბებში მიდის თავიდანვე, მისი "რუბინის" ვიდეოებით დავკმაყოფილდებით კაი ხანი. ის ჯერ გარკვეულ დროს სკამზე გაატარებს მერე კი ის დრიბლინგი იქ არ გამოვა. წარმატებები.
ჯაბა
08 აპრილი 2021 20:46
14
მილანი იდეალური ვარიანტია
BIG9BENZ
09 აპრილი 2021 16:09
0
ჩემი აზრით სადაცაა ჯობია რომ იქ იყოს
სტალინი
08 აპრილი 2021 22:43
46
ამხა. სტალინო! გავიგეთ, რომ მოსკოვის ტორბედოს ფანი ყოფილხართ.
ამახანაგ სტალინს!
09 აპრილი 2021 12:37
0
შენ ეტყობა რევოლუცია ახალი მომხდარი გგონია!
ბერია
09 აპრილი 2021 10:33
0
ასტანა ხუთას ათასს იხდის. არ გამაზოს ეს შანსი კვარაცხელიამ!!
გენა
08 აპრილი 2021 18:35
47
მე ტრაპზონსპორი მინდა.
nika
08 აპრილი 2021 18:31
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული