რა უთხრა მაკარიძეს არბიტრმა? ალმერიელები შიშობენ...

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძის "ალმერია" პრიმერა დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის. მათი უახლოესი შეხვედრის წინ, რომელიც კვირას, "სარაგოსას"წინააღმდეგ შედგება, diariodealmeria შეხვედრის არბიტრის, მიგელ ორტიზი არიასის შეცდომებზე საუბრობს, რომელმაც, წარსულში "ალმერია"დააზარალა. ისინი ქართველ მეკარესთან დაკავშირებულ ეპიზოდსაც იხსენებენ:

"ორტიზი არიასი არის მსაჯი, რომელმაც "მალიორკასა" "ალმერიას" დაპირისპირებაში არაერთი შეცდომა დაუშვა და თვითნებური გადაწყვეტილებები მიიღო. მან გიორგი მაკარიძე ისიც კი უთხრა, რომ თუ მის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემდა, იცოდა რაც მოხდებოდა". 

ხსენებული მატჩი მალიორკელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შეხვედრის არბიტრმა ორტიზმა კი ალმერიელებს, მათ შორის გიორგი მაკარიძეს, ხუთი ყვითელი ბარათი
აუფრიალა და "მალიორკას" სასარგებლოდ პენალტიც დანიშნა. მიგელ ორტიზ არიასი 36 წლისაა და სეგუნდა დივიზიონოს შეხვედრებს 2019 წლიდან უძღვება.

33 ტურის შემდეგ "ალმერია" ლა ლიგა 2-ში 60 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. 

altმაკარიძემ "ოქროს დაბადების დღეზე" საკუთარ თავს მორიგი კარგი მატჩი უმახსოვრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
წააგეს 2 1
goga
21:40 11-04-2021
0

სიახლეები პოპულარული