tuttosport: კვარაცხელია "იუვენტუსის" ახალგაზრდულ პროექტს იდეალურად მიესადაგება

AutoSharing Option
პოპულარული იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ „ჯენოას“ უზბეკ თავდამსხმელ ელდორ შომორუდოვით და „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა.

კერძოდ, „ტუტოსპორტი“ აღნიშნავს, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარებისას სატრანსფერო ბაზარზე საჭიროა შემოქმედითობა და ინტუიცია, აღმოსავლეთ ევროპისაკენ „იუვენტუსიც“ იყურება და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ფეხბურთელებს ზამთრიდან აკვირდება.

„კვარაცხელიას სიტუაცია განსხვავებულია (შომორუდოვთან შედარებით), მაღალი ხარისხის გარემარბია, 20 წლის ქართველს კარგი ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს და იდეალურად მიასადაგება კლუბის ახალგაზრდულ პროექტს. „იუვენტუსი“ შეუპოვრად მიიწევს წინ, მაგრამ რბოლაში ერთადერთი არ არის - „მილანი“ და „ბაიერნიც“ ასევე
ძალიან აქტიურობენ“, - წერს გამოცემა.

გუშინ "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩას თაობაზე მათთვის ჯერ ოფიციალურად არავის მიუმართავს და ზედმეტი აჟიოტაჟი ფეხბურთელს სარგებელს არ მოუტანს. თუმცა, ჩვენ მოვალენი ვართ ნებისმიერი სიახლე და მით უმეტეს ისეთი ავტორიტეტული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორიც "ტუტოსპორტია", მკითხველს გავაცნოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ ლუკა რა გენიოსი ხარ.... სირცხვილია არ ადევნებ თვალყურს - რპლ ის საუკეთესო მოთამაშეა და რპლ მე 5 ლიგაა ევროპაში არც შენ ხარ მზად პროფესორული ტონით დასკვნების გასაკეტებლად წადი იმეცადინე
giorgi
14 აპრილი 2021 07:39
0
Giorgi, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი.....მერე რპლ- თუ წინა ხუთიდან ერთ ამოაგდენ და მათ ადგილზე?
Joni
15 აპრილი 2021 05:58
1
ამ სისულეებს იმედია აქ აღარ ვიხილავთ.
ყველას გვესმის, რომ კვარა უკვე მზად არის დიდი ფეხბურთის სათამაშოდ და ბაჭიებთან ტილაობისთვის არ გვემეტება
Zviad
12 აპრილი 2021 13:35
0
დიდ ფეხბურთი სუპერმარათონია და არა რუსეთის მდორე ტრამალი. კვარა გამრჯეა და იქ სერიოზული ამტანობა და მიზანსწრაფვა თუ შეინარჩუნა მაშინ შეაბიჯებს დიდ ფეხბურთში. ასე რომ მზად ჯერ არ არის, მაგრამ შეძლებს.
ლუკა
12 აპრილი 2021 17:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული