"ანორთოსისიდან" ქეცბაიასთან ერთად ოქრიაშვილიც მიდის

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში "ანორთოსისს" გუნდის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი დაემშვიდობება.

29 წლის ჩვენებურს კონტრაქტი მაისში უსრულდება, რომლის გახანგრძლივებაც აღარ იგეგმება.

ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ქართველს ბევრი მსურველი ჰყავს და ახალი კლუბის პოვნა არ გაუჭირდება.

ოქრიაშვილი "ანორთოსისში" 2019 წლის ზაფხულში მივიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა.

ფამაგუსტელთა რიგებში ასევე გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაიაც ირიცხებიან. აქედან გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში კვიპროსელთა რიგებს ქვილითაიაც დატოვებს.

როგორც იცით, მომავალ სეზონში "ანორთოსისის" მწვრთნელი აღარ იქნება ქართველი თემურ
ქეცბაიაც.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ალბათ გენკი ითხოვს ბელგიაში, დამიბრუნდი ჩემო ოქროვო!
aburjga
12:56 13-04-2021
10
სამწუხაროა მაგრამ ოქრის მატარებელმა ჩაირა. ძალიან მაგრაი როცა იყო მაშინ უნდა მოსულიყო აზრზე.

როგორ მახსოვს გენტში რომ იყო, რა სკანდალებში ეხვეოდა, არ ვარჯიშობდა, გუნდი რამდენჯერ თვითნებურად მიატოვა, არადა მაშინ მაკლიში წვრთნიდა და ძალიან მოსწონდა ქართველი, მაგრამ მიხვდა რომ ოქრისგან პროფესიონალი არ გამოვიდოდა და სკამზე გაამწესა, მას შემდეგნ სულ სკამის ფეხბურთელი იყო სადაც კი ` ითამაშა`

ქეცბაია რომ არა დღესაც უგუნდოდ იქნებოდა, ვინ წაიყვანს ფეხბურთელს რომელსაც წელიწადში 8თვე ტრამვა აქვს.

აი ვნახავთ რამდენი ხანი იქნება უგუნდოდ, თუ დინამო თბ ან ბთ-მ არ აიყვანეს, ნუ საქარტველოს დონეზე არაუშავს.
მენტალისტი
14:20 13-04-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული