კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება

AutoSharing Option
როგორც რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" აცხადებს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება.

ნიდერლანდურ კლუბს ახალგაზრდა ქართველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "რუბინის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-მა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
აიაქსი ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა.
გიონატ
14:48 14-04-2021
1
მართლაც საუკეთესო ვარიანტია აიაქსი.ლიგაზე გარანტირებული თამაში.პლიუს ჰოლანდიის სუპერშემტევი ჩემპიონატი.იდეალური ადგილი ოსტატობის დასახვეწად და დრიბლინგებისთვის.
Master
16:00 14-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული