როგორც რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" აცხადებს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება.
ნიდერლანდურ კლუბს ახალგაზრდა ქართველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "რუბინის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-მა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.