კვარაცხელიას გაყიდვის სურვილი არ გვაქვს, დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ", - ამბობს "რუბინის" გენდირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ყაზანური გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე დარხეულ სატრანსფერო ხმებზე "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

- დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "აიაქსთან" მოლაპარაკებაზე გაფრინდა. თქვენ ნიდერლანდური კლუბიდან უკვე დაგიკავშირდნენ?
- ჩვენზე "აიაქსიდან" ჯერ არავინ გამოსულა. რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩას ახლა ვინმესთან რაიმე მოლაპარაკების გამართვა არ შეუძლია. ის "რუბინის" მოთამაშეა, მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს.

ვიღაც ხალხი დადის, რაღაცაზე ლაპარაკობენ, ცდილობენ, რომელიმე გუნდი იპოვონ. მე მგონია, მსგავსი საუბრები თავად ხვიჩას და კლუბს ზიანს აყენებს.

- როგორ ვნებს ეს კვარაცხელიას? მასზე
რაიმე ზეწოლა ხორციელდება?
- ალბათ, ის ამას მაინც კითხულობს. ის ხედავს, რომ ვიღაც "აიაქსი" მისით დაინტერესდა. შესაძლოა, ვიღაც ამ ჭორებს უყვება. ახალგაზრდა ბიჭია და ეს ჯერ მას ზიანს აყენებს.

მე მგონია, მას თამაშზე კონცენტრირება და იმის კეთება მართებს, რაც მოსწონს. თუმცა ხვიჩა ძალიან ჩართულია ფეხბურთში. ამიტომ შეიძლება მთელი ეს საუბრები მასზე არ მოქმედებს. უბრალოდ, მიდის რაღაც ხმაური, რომელიც არავის არ სჭირდება. მოგვბეზრდა უკვე.

- მაინც რა ელის ხვიჩას?
- ჩვენ მისი გაყიდვის არავითარი სურვილი არ გვაქვს. მეტიც, გვსურს "რუბინში" დიდხანს შევინარჩუნოთ, შევუქმნათ კარგი პირობები, შევთავაზოთ რაღაც ბონუსები. მოკლედ, ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენთან ყოფნა მისთვის კომფორტული იყოს. და საერთოდ, იქნებ მართლაც უღირდეს ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა.

- შეიძინოს გამოცდილება და მიიღოს სათამაშო პრაქტიკა?
- რა თქმა უნდა, მით უმეტეს, სლუცკის ბევრი რამ შეუძლია მისცეს. დიდ გუნდში ხვიჩას ასეთი ყურადღებით შეიძლება არ მოეკიდონ, როგორც "რუბინში".

მკითხველის კომენტარები / 15 /
რუსეთის ჩემპიონატში უნდა დაამტკიცოს ჯერ რომ მას შეუძლია ტოპ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაში ასე რომ კვარო გასაკეთებელი კიდევ ბევრია :) წარმატებები ..
გიო
16 აპრილი 2021 13:36
1
რუსეთის ჩემპიონატს არავინ უყურებს. ესპანეთს გაუტანა და ალაპარაკდა მსოფლიო დააჭყიტეს თვალები აფეთქდა ტრანსფერმარკეტი. რუსებმაც ეგ თქვეს, ჩვენი ჩემპიონატი არავის აინტერებსო სანამ ესპანეთს არ გაუტანა არავინ დაინტერესდაო. თორე რუსეთში დიდი ხანია ამტკიცებდა მაგას და სამუშაო რამდენია კიდე ვერ ასწავლი ეგ რო მუშაობს ისეთი უნდა. მინდორზე ცხოვრობს ტიპი
Zangi.
17 აპრილი 2021 06:15
0
სერიოზული აგენტი ჭირდება ამ ბიჭს, რომ რაც შეიძლება მალე მოშორდეს რუსეთს.
gio
15 აპრილი 2021 13:34
2
ესეიგი რაიოლა სერიოზული ვინმეა ხო?? მართლა არ მატყუებ ხო??? ))
Zangis bavshvi))
16 აპრილი 2021 02:01
0
სერიოზული აგენტი მინო რაიოლაა და ახლა შენ ის მითხარი, რამდენად რეალურია ამ ეტაპზე მისი აგენტობა ხვიჩას მიმართ (თუ ხვიჩა კარგ ევროპულ კლუბში გადავა, მერე შესაძლებელია)
სიმართლე
15 აპრილი 2021 23:24
3
ხვიჩას თუ უნდა მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს რუსეთს უნდა გაერიდოს
ტეტე1234
15 აპრილი 2021 11:11
4
მაგანაც მშვენივრად იცის, რომ ხვიჩა მაქ სეზონის დასრულების შემდეგ გამჩერებელი არ არის და ამიტომ ლაპარაკობს ასე,რომ რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ.(რაც შეეხება მანქანის რეცხვას,ის თითქმის 2წლის უკანდელი სურათია,ზუკაც რო მაქ თამაშობდა და ნიძლავი წააგეს პენალებში.)
კახა ქ.
15 აპრილი 2021 02:12
3
არავითარი. ილუზიები. ყველაფერი პირიქითაა სინამდვილეში.
Dzia.
16 აპრილი 2021 01:59
0
თუ ღმერთი ინებებს ხვიჩა მაქედან მაინც გავა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ადვილი იქნება ან ქართველებს "არავინ არ აბრკოლებს". ძალიან დიდი ცვლილებები ახლოვდება.
+
15 აპრილი 2021 01:24
0
მერამდენედ უნდა დაგატკბონ და დაგაგოიმონ ეს მიამიტი გრუზინები რუსმა აფერისტებმა და ჩატლახებმა მერამდენედ. მერამდენედ ერთი და იგივე პეროგრესი ხო უნდა განიცადოთ. გეგონათ მართლა თავისი მანქანით ჩაიყვანდა ევროპაში, წავიდა სადღეგრძელოები ... იქით ჯუღელის კაიკაცობა და ჰაი ჰუი. და ხვიჩა ამ დროს მანქანებს რეცხავს რუბინში
მერამდენედ
15 აპრილი 2021 00:03
16
ეხლა რას იტყვით ზოგიერთები ბევრს რო ბლატაობთ გარტყმაში არა ხართ.
Exla.-
14 აპრილი 2021 23:53
1
განვედ სატანა.
ExorcisT.
14 აპრილი 2021 23:28
4
ვისაც რა უნდა ის თქვას... ხვიჩა წინ მიიწევს და საქართველოს გაახარებს
ირაკლი
14 აპრილი 2021 23:01
1
იმედია უბრალოდ მეტი ფულის გასაკეთებლად ლაპარაკობს ასე
თორნიკე
14 აპრილი 2021 22:30
2
იოცნებეთ.
Stricel/
15 აპრილი 2021 00:22
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული