რაში გამოადგა სლუცკის კვარაცხელიასთან მუშაობაში ევროპული გამოცდილება?!

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Bussines Online-ი ყაზანის "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის სპორტისა და ტურიზმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრის ამსახველ საუბარს აქვეყნებს. რუსი სპეციალისტი ბევრ საინტერესო თემას ეხება და კვარაცხელიაზეც საუბრობს.

სლუცკი, რომელიც "ჰალის" მთავარი მწვრთნელი იყო, ინგლისურ სიტუაციას იხსენებს:

"იქ ფეხბურთელები რობოტებს ჰგვანან. ისინი არასოდეს გისვამენ შეკითხვებს. შეგიძლია უთხრა, 100 კილომეტრი გაიარონ და გიპასუხებენ: "კი ბატონო". ინგლისში მუშაობის მანძილზე, მოედანზე შემოსული ექიმი არ მინახავს. ფეხბურთელები, უბრალოდ, ამ დატვირთვებს უძლებენ. იქ კლუბის ექიმს საღამოს 6 საათის შემდეგ რომ ჩივილებით დაურეკო, გეტყვის, რომ
დილის 9-მდე მოთმენა მოგიწევს..."

ამის შემდეგ საუბარი  ნიდერლანდებსა და სლუცკის "ვიტესში" მუშაობას ეხება:

"მათ შეკითხვები ყველა ასპექტში აქვთ. მოსულა მოთამაშე შეკითხვით - "რატომ არ ვთამაშობ"? პასუხი მარტივი მქონდა - "იმიტომ, რომ შენს კონკურენტზე ცუდი ხარ".

"რუბინის" მწვრთნელი რუსული ფეხბურთის დონესაც ეხება:

"მეკითხებიან, რატომ არ ვართ ფეხბურთში ჰოკეის დონეზე? მათ ვუხსნი, ჰოკეის თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები თამაშობენ, ფეხბურთს კი - ასზე მეტი. აქ ჩვენ 30-ე ადგილზე ვართ. გამოდის, სულაც არაა უარესი პოზიცია".

საუბრის ბოლოს სლუცკი ბრიტანეთში მიღებული პრაქტიკის რუსეთში გამოყენებასა და ამ კონტექსტში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

"ვარჯიშის დროს მინდორზე წამოწოლილი ფეხბურთელებისათვის ჯარიმა დავაწესე. ეს ეფექტური მეთოდია. ახლა არავინ წევს, კვარაცხელიაც კი. არადა, როცა პირველ ვარჯიშზე მივედი, ხვიჩა წაიქცა, სალტო გააკეთა და პირდაპირი მნიშვნელობით, ტირილი დაიწყო. როდესაც 20 წამში ჩვეულებრივ წამოდგა და თამაში გააგრძელა, შოკში ვიყავი".

altეს სხვაზე მინიმუმ 15-ით მეტია - "ოპტა" ხვიჩა კვარაცხელიაზე


მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ კიდევ ბავშვივითაა, ნელნელა გადაეჩვევა ყველა დაცემის დროს ხელების შლას და ტირილსაც. ნეიმარი ეხლაც ტირის, მაგრამ მას უკვე ვერ გადააჩვევ. გავკადნიერდები და ერთი თხოვნა მექნება ხვიჩასთან. წვერი გაიპარსოს და თუ თმასაც ცოტა გაიკრიჭავს ურიგო არ იქნება, მხედველობას უზღუდავს. რატომღაც მოდაშია ეხლა წვერის მოშვება და ჩვენების უმეტესობა მოჯაჰედებს გვანან, ოქრიაშვილიდან დაწყებული.
emigranti
15:48 16-04-2021
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული