პირველი ძირითადი, პირველი სიმბოლური - კვეკვესკირი უკეთესი თამაშის პირობას დებს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ნიკა კვეკვესკირის პოზნანის "ლეხი" საკუთარ მოედანზე ვაკო გვილიას ვარშავის "ლეგიას" დაუპირისპირდა, შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო კი მასპინძელთა ქართველი საყრდენი იყო.

თუ გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, კვეკვესკირი პოლონეთში გადასვლის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და შეუცვლელადაც ითამაშა, ტურის დასრულების შემდეგ კი სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

"ჩვენი გუნდის მთავარ მეტოქე "ლეგიასთან" შეხვედრაში პირველად მოვხვდი ძირითადში. ამ შანსს დიდი ხანი ველოდი. მსურდა მეჩვენებინა, რაც შემიძლია. მიხარია, რომ კარგად ვითამაშე, თუმცა უფრო მეტად გუნდის კარგმა ხასიათმა გამახარა, რთულ მომენტში ვიბრძოლეთ, არ
დავნებდით.

ძალიან სასიამოვნოა, როცა ინდივიდუალურად გამოგარჩევენ, მაგრამ მე გუნდური მოთამაშე ვარ და თუ შენი კარგი თამაში დადებით შედეგში არ გარდაისახა, ფასი ეკარგება.

ადაპტაცია არ გამჭირვებია. აქ ნიკა კაჭარავა დამხვდა. სხვა ფეხბურთელებიც გვერდით მედგნენ. მოთმინებით ველოდებოდი, როდის მივიღებდი შესაძლებლობას, თუმცა ეს ჩემი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, უფრო მეტი შემიძლია. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მჯერა, შემიძლია გუნდს ქულების მოპოვებაში დავეხმარო", - აღნიშნა ნიკამ.

მომზადებულია pilkarskiswiat.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ვუყურე თამაშს და ნიკამ მართლა კარგად ითამაშა,სიმართლე გითხრათ ნიკასგან ამ თამაშს არ ველოდი,მოლოდინს გადააჭარბა. აშკარად ეტყობა კლასი და დონე,იმედია კიდევ მოუმატებს და მიღწეულს არ დაკმაყოფილდება!
kaxa
23:23 16-04-2021
0
ნიკას ეს თამაში არ მინახია,მაგრამ ნაკრებში ვნახეთ და ნამდვილად მეტი შეუძლია.მოეთხოვება კიდეც და ითამაშებს.აუცილებლად ითამაშებს უკეთესად.აქაც და ნაკრებშიც
სოსო
17:49 16-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული