რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა, რასაც ბელგიური პრესა გამოეხმაურა.
"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე? ჩვენ ამ შეკითხვის დასმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე შეგვიძლია. ქართველი შემტევი მწყობრში არც თუ ისე ხშირადაა და მწვრთნელ ჰაინ ვანზენბრუკს ჩვენთვის ძალიან ცუდი სიახლეები აქვს.
გთავაზობთ თუ რას ამბობს ჰაინი გიორგი ჩაკვეტაძეზე:
"ჩვენ ჩაკვეტაძე მყესის გაწყვეტის გამო დიდი ხნით დავკარგეთ. გიორგი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა მას წლები დააკარგვინა" - განაცხადა მწვრთნელმა.
წყარო: voetbalnieuws
გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება
12:51 17-04-2021
"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ყოველთვის ასე ხდება 1-2 გამონაკლისის გარდა ვინც კი წავიდა ევროპაში ან რუსეთში ჩვენი ნიჭიერი ბიჭები ყველას კარიერა დიდ წილად ტრამვებმა შეიწირა ვიდრე ცუდმა თამაშმა ჩემპიონატმა ან მწვრთნელმა ყენია,ანანიძე, ჩანტურია, ოქრიაშვილი.
პრობლემა და სათავე არის ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების ფიზიკურად არასწორ მომზადებაში ბევრი მშობელი ატარებს შვილს ფეხბურთზე რამდენი თამაში ტარდება ხელოვნურ საფარიან მოედნებზე რამდენი მწვრთნელი არის უბრალოდ დილეტანტი და არაპროდესიონალი რამდენად ექცევა ყურადღება ფიზიკურ ვარჯიშებს ეს ყველაფერი თითქმის იგნორირებულია 10-15 წელია ლაპარაკობენ ბავშვთა ფეხბურთის პრობლემებზე მარა არაფერი კეთდება 10 წლის წინ რომ დაეწყოთ ამ პრობლემების მოგვარება დღეს გამოსწორებული იქნებოდა ეს ყველაფერი.
ხუმრობის გარეშე, დაეხმარეთ გიორგის!
Გიორგი ჩემი აზრით ახლა უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი-აქ არ ექნება ისეთი დატვირთვები,ბიჭებიც უფრო მოუფრთხილდებიან ვარჯიშის თუ თამაშის დროს და შევა ფორმაში ჩვენი იმედი და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
Არდა ახლა რო სჭირდება ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთს ჩემი აზრით ასე არასოდეს დასჭირვებია. Იქით ჩვენი ბრილიანტი ხვიჩა,აქეთ ჩაკვეტაძე,მიქაუტაძე,მამარდაშვილი,ნინუა შევა ფორმაში,მწვრთნელი გვიჩანს მიმწოლი და იქნება ჩვენ ქუჩაზეს ვიხილოთ გაზაფხული.
Მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ ჩაკვეტაძეს!
ეს ხო არ არის 28-31 წლის მოთამაშე რომელსაც უკვე გამოყენებული აქვს ჯანმრთელობა,ახალგაზრდა ბიჭია-მკურნალობა,დასვენება და აღიდგენს ყველაფერს