სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩა წავა და 4 კლუბი ურჩია

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ რომელ კლუბში უჯობს გადასვლა მისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას.

"თუ ხვიჩა წავა, ეს ერთ-ერთი დიდი კლუბი უნდა იყოს, რომელიც საკმაოდ დიდი ფულის შემოთავაზებას შეძლებს. მე ვფიქრობ, ამ ზაფხულს წავა. ვურჩევდი იქ წავიდეს, სადაც მიზნად დიდ ამოცანებს ისახავენ, მაგრამ თავის გამოჩენის შესაძლებლობაც ექნება.

ინგლისში "ევერტონს" ვურჩევდი, გერმანიაში - "ბაიერს", იტალიაში - "ატალანტას", ესპანეთში კი - "სევილიას". მოკლედ, ვურჩევ არა ჩემპიონატის პირველ სამ გუნდს, არამედ "სუბტოპს" - რომლებიც წამყვან ჩემპიონატებში მეოთხე, მეხუთე და მეექვსე
ადგილზე არიან. ვთვლი, რომ თავიდანვე "მილანსა" და "ბაიერნში" არ უნდა გადავიდეს, რადგან გარანტირებული სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს. თუ არ ითამაშებს, ეს ტრაგედია იქნება, რომელსაც ხვიჩა ვერ გადაიტანს", - ციტირებს სლუცკის kazanfirst-ი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
საღოლ ძმაო,რა კარგი რჩევა მისცა.ეტყობა რომ უნდა ხვიჩას წარმატებები.სათანადო კლუბებია ჩემის აზრით.მე,აი აიაქსაც მივამატებდი.
კახა ქ.
20 აპრილი 2021 22:59
1
ჯიგარია ეს სლუცკი
გოგი
20 აპრილი 2021 21:12
1
მამა შვილური დარიგებაა და თან პროფესიონალური. სლუცკიზე მეტად ვის უნდა ხვიჩას ტოპ გუნდში თამაში? მან გაზარდა ახლა რასაც ვხედავთ და მისმა მიდგომებმა. იცის ამ კაცმა ახლა სადაა მისთვის უკეთესი. დაუჯერე ხვიჩა ადამიანურად უყვარხარ ძალიან სხვას რო თავი დავანებოთ. წარმატებები გქონდეს სულ. სლუცკი მართლა მაგარი ადამიანი და მწვრთნელია ყოჩაღ.

პ.ს. შორს პოლიტიკა სპორტისაგან
ქართველი
21 აპრილი 2021 08:49
3
სლუცკიც რომ თან გაყვეს მწვრთნელად არ გამოვა ეგრე.გაასწორებდა.
dino
21 აპრილი 2021 09:17
1
ყველა ჩამოთვლილი გუნდი მისაღებია, "ბაიერნი" მართლაც ნაადრევი მგონია.
მერაბი
20 აპრილი 2021 22:52
1
ლევერკუზენი იგულისხმა
Sport
21 აპრილი 2021 01:33
1
მართალია სლუცკი. კარგი მწვრთნელია და კარგი კაციც ჩანს. ბრავო!!!
ბექა
21 აპრილი 2021 16:58
0
ატალანტა არის ყველაზე იდეალური ვარიანტი, გუნდი შემტევი, მწვრთნელი უმაღლესი და ატალანტა უკვე ჩამოყალიბდა ოთხეულის გუნდად და შანსი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი აქვს,თან იტალიაში უფრო ადვილია ადაპტირება, ესპანეთში უფრო ხისტი ფეხბურთია, გერმანიაში ძალისმიერი, ინგლისში კიდე უსწრაფესი
მამუკა
20 აპრილი 2021 20:24
9
espanetshi raxan meti baratia eg sulac ar nishnavs rom xisti fexburtia. espanetshi yvelaze gamartuli swrafi fexburtia. yvelaze xisti fexburti germania italiashia. inglisshi dzalismieri. germania yvelaze gaxsnilia amitom an germania an espaneti.
goga
21 აპრილი 2021 01:48
1
სლუცკი კაი კაცია. პროპაგანდებს ნუ ყვებით რუსებიც არიან კარგი ადამიანები და ბევრი რუსი დიდ პატივს გვცემს ქართველებს. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს სადაურიც არ უნდა იყოს, ყველას გაუმარჯოს ვინც ქართველებს პატივს გვცემს. ძირს პროპაგანდა. ჩვენც უნდა მოვიქცეთ შესაბამისად რომ სხვამ პატივი გვცემს. გაუმარჯოს კვარას ✊
ვალერი შენგელია
21 აპრილი 2021 14:28
1
სწორია, სადაც სათამაშო დრო არ ექნება იქ არც უნდა წავიდეს. გარანტია უნდა მიიღოს რომ დრო მიეცემა. გუნდებიც კარგი ურჩია სლოცკიმ. ისე სლოცკი ეძახე შენ და რავარი კაცი ყოფილა?...:)
ლუკა
21 აპრილი 2021 02:08
1
ჭკვიანური რჩევაა, ამ კლუბებში მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება
ილო
21 აპრილი 2021 08:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული