ქართველების "ანორთოსისი" კვიპროსის თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
კვიპროსის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში ქართველების „ანორთოსისმა“ „აპოელი“ 3:1 დაამარცხა და 13 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული.

„ანორთოსისს“ დისკვალიფიცირებული ბუბა დაუშვილი ვერ დაეხმარა, თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია (ყვითელი ბარათი მიიღო), თორნიკე ოქრიაშვილი და ტრავმამორჩენილი გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა და ეს უკანასკნელი 64-ე წუთზე შეცვალა.

ფინალში „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში აელ-ის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა.

ნიქოზია. „Neo GSP“

აპოელი - ანორთოსისი 1:3
გოლები: 0:1 ჰუშბაუერი (25), 1:1 გარნერი (37, პენ), 1:2 კორეა (45+3), 1:3 კორეა
(75)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრებში კი გამაზა შანსი,მაგრამ "ეს უკანასკნელი" მაინც გადაჭარბებული ბულინგია :)
Levani
11:47 22-04-2021
6
დადებს ქეცბა თას.. წინაზე ჩემპიონობა მოპარეს:( გადაედოთ და ერთი თამაშით მაინც გაერკვიათ ჩემპიონი ვინ იქნებოდა:(
გოგა
10:55 22-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული