გიორბელიძის აკრობატული ნახტომი, უშეცდომო მატჩი და სიმბოლური ნაკრები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გრაცის "შტურმმა" "ვოლფსბერგერს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ.

მას შემდეგ, რაც გურამ გიორბელიძეს ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება ეძლევა, მისი გუნდის საქმეები აშკარად უკეთესობისკენ მიდის. "ვოლფსბერგერმა" უკვე მეორე შეხვედრა მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

ქართველ მარცხენა მცველს დამაჯერებელი შეხვედრა ჰქონდა. სანაკრებო დებიუტის შემდეგ მისი პროგრესი და თავდაჯერება კიდევ უფრო თვალშისაცემია. გიორბელიძე sofascore- მა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

ლუკა ლოჩოშვილი, მოგეხსენებათ, დისკვალიფიცირებულია, ოთარ კიტეიშვილმა კი 64 წუთი ითამაშა, ამ დროში კი ერთხელ ძლიერად დაარტყა, თუმცა სტუმართა მეკარემ მოიგერია.

ავსტრიის
ჩემპიონატში "ზალცბურგი" გამოკვეთილი ფავორიტია, დანარჩენ კლუბებს კი ევროტურნირებზე გასვლის დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ.

"შტურმი" უახლოეს ტურში "ლასკს" მიიღებს, "ვოლფსბერგერი" კი - სწორედ ლიდერ "ზალცბურგს".

altგურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული