"მუშაობს, როგორც ძაღლი" - მწვრთნელი ოთარ კაკაბაძეზე

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურში ოთარ კაკაბაძის "ტენერიფემ" სტუმრად "მირანდესთან" უგოლო ფრე ითამაშა და სახიფათო ზონას კიდევ უფრო დაშორდა. ქართველ მცველს 90 წუთი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიეცა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად ხდებოდა.

ესპანური deporpress- "ტენერიფეს" მთავარი მწვრთნელის, ლუის მიგელ რამისის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც კაკაბაძეს ეხება:

"ოთარს მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მას კარგად ესმის საკუთარი ვალდებულებები, აქვს სწორი დამოკიდებულებები და ყოველდღიურად მუშაობს, როგორც ძაღლი. ქართველს საკუთარი თავის წარმოსაჩენად ცოტა დროც ჰყოფნის".

"ტენერიფე" უახლოეს შეხვედრაში 25 აპრილს,"კასტელონს" უმასპინძლებს.

მომზადებულია deporpress-ის მიხედვით

alt

მეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!




მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ოთარ!ყველაფერი შრომის ხარჯზე მიიღწევა!განაგრძე მასე და აუცილებლად დიდ გუნდში მოხვდები!
ზურა
23 აპრილი 2021 14:17
0
რაღა ძაღლს ადარებ შე მამაცხონებულო
მიხო
23 აპრილი 2021 13:06
3
ჩვენთან ვირს ადარებენ, ესპანეთშე ეტყობა ძაღლს... ფაქტია შეაქო
*
23 აპრილი 2021 15:37
0
მიხო, აბა მაი ვირითვინ შაედარებინა, ო :)
თამაზი
23 აპრილი 2021 15:15
1
ყველა გამოხმაურება
პირადად ჩემთვის, მთავარია ოთარის კარგი თამაში საქართველოს ნაკრებში... იმედია ესეც იქნება!!!
tngh
23 აპრილი 2021 15:33
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული