"კვარაცხელიას ამ სეზონში თამაში კიდევ შეუძლია" - სლუცკიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი დამრიგებლის მცირე კომენტარი ყაზანელთა ოფიციალურმა Facebook გვერდმა გამოაქვეყნა:

"ყოველთვის რთულია ისაუბრო იმაზე, რა და როგორ იქნება მომავალში, თუმცა ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას ამ სეზონში თამაში კიდევ შეუძლია", - ამბობს სლუცკი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო. მას დაახლოებით 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

alt"ამ ორ ქართველს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება..." - რუსულმა პრესამ კვარაცხელია ქინქლაძეს შეადარა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ იჩქარებს! კარგად მოირჩინოს, თავი არ დაიღუპოს!
levan
21:31 24-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული