სლუცკის კარეტა ხვიჩას გარეშე გოგრად გადაიქცა - რუსები ყაზანელთა მარცხს ეხმაურებიან

AutoSharing Option
გუშინ, 25 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე ყაზანის "რუბინი" "კრასნოდართან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი "რუბინის" კაპიტანმა და ხორვატიის ნაკრების მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა გააკეთა:

"პირველ ტაიმში საერთოდ არ ვარსებობდით. ჩემი თავისა და თითოეული ფეხბურთელის გამო ძალიან მრცხვენია. არ მახსოვს, ბოლოს ასე ცუდად როდის ვითამაშეთ, თან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში.

მეორე ტაიმში კი მოვუმატეთ და ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, მაგრამ ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც "კრასნოდარია", ეს საკმარისი არ იყო. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. ვეცდებით, ასეთი რამ მეტჯერ აღარ მოხდეს".

ძალიან უკმაყოფილო იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი:

"ერთი ტაიმი ფეხბურთის თამაშით "კრასნოდარის" წინააღმდეგ მოგება ძალიან ძნელია. პირველ ტაიმში ყრუ დაცვაში ვიდექით. მომენტებს ვერ ვქმნიდით კი არა, წინ ვერ მივდიოდით. მეტოქე ზედმეტად დავაფასეთ. ესეც გამოცდილებაა. მეორე ნახევარში მომენტები გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ".

სამაგიეროდ, უფრო თამამი და პირდაპირი იყო გულშემატკივრების კომენტარები:

"ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სლუცკის კარეტა გოგრად გადაიქცა."

"გუნდი, რომელიც ევროთასებისთვის იბრძვის, ასეთი სუსტი არ უნდა იყოს. ხვიჩასა და მაკაროვის არყოფნა საკმარისი არგუმენტი არ არის."

"უნდა ვაღიაროთ, კვარაცხელიასა და მაკაროვის გარეშე "რუბინი" ჩვეულებრივი, საშუალო დონის გუნდია."

"რაში სჭირდება ხვიჩა "რუბინს", ხომ?! სად არიან ის ჭკვიანები, ამას რომ წერდნენ?!"

"არაა ხვიჩა, არაა შეტევა, საერთოდ არაა..."

"ხვიჩას გარეშე ლეონიდ ვიქტოროვიჩი, მგონი, დასრულდა..."

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტლი ქვია კარეტას ქართულად ეტლიი.
ეტლი
21:36 26-04-2021
2
კვარს უმისოდ 0 იაააა რუბინი
reall
19:38 26-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული