ქეცბაია: მრცხვენია - რომ არა ფინალი, სახლში წავიდოდი

AutoSharing Option
"ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" (0:2) მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა და თავისი ფეხბურთელების თამაშითაც. მან არბიტრს, ანასტასის ანასტასისის მოუწოდა უცხოელი მსაჯებისგან რაღაც ისწავლოს, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თავისი გუნდი გააკრიტიკა.

"განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს "ოლიმპიაკოსის" გამარჯვებას არ აკნინებს. ჩემი გუნდის გამო მრცხვენია. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი მე ვარ. წინ რომ ფინალი არ გვქონდეს, უეჭველი სახლში წავიდოდი და ეს აქ ჩემი უკანასკნელი მატჩი იქნებოდა, მაგრამ დავრჩები, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩემი გუნდის ასეთ თამაშს არ ველოდი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მწვრთნელია, მართალი და ჯიგარია იმას ამბობს რასაც ფიქრობს და არა მიკიბ-მოკიბულს. საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა Newcastle United-ში დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა ვიდრე ახლა აქვს ნიუკასლს. კარგ გუნდს იმსახურებს ეს კაცი
ირაკლი
17:33 27-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული