Il Messaggero - "იუვე" კვარაცხელიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ შეიძენს

AutoSharing Option
"იუვენტუსში" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. დილით Juventusnews24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და ეს სიამოვნება "ბიანკონერის" დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

საღამოს კი Tuttomercatoweb-ი რომაულ Il Messaggero-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს, თუ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

"იუვე" მზადაა "რუბინს" კვარაცხელიას ტრანსფერში კონტრაქტით გათვალისწინებულ 20 მილიონზე ოდნავ მეტი გადაუხადოს.

"იუვენტუსი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწიოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
იუვე რაც უნდა იყოს გრანდია, ხვიჩა უნიჭიერესია,მაგრამ სანამ ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს,მანამ დრო დასჭირდება და ამასობაში სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება.ეს კი ძალიან დააკლდება მასაც და ფეხბურთსაც ზოგადად.სჯობს ისეთ კლუბში ითამაშოს, სადაც მუდმივად მისცემენ თამაშის შესაძლებლობას,ევროპის რომელიმე სუპერლიგაში.
...
29 აპრილი 2021 20:55
0
რასაც უნდა იმას წერენ და რუბინისთვის ჯერ არავის მიუმართავს
gio
28 აპრილი 2021 10:09
1
რა ბოღმა ერი ვართ, ედეგორი რო გაასტარეს და ქართველებიც იძახდნენ “უი რა მაგარია ვიღაცააო”, ამ ბიჭმა რა ქნას მეტი რომ გელა ფაშურიშვილი და ნუგზარ გელაშვილი არ ვეძახოთ?! 20 მილიონამდე აუყვანეს ფასი და მსურველებიც ჰყავს და დღეს იუვენტუსში ბერნარდესტი რომ თამაშობს და ხვიჩა რუბინში, ეგ უფრო უსამართლობაა... დაბადებულიყო ეს ბიჭი ინგლისში ან იტალიაში და მერე გენახათ თქვენ პრესის აჭრელება...
ქომაგი
28 აპრილი 2021 08:25
3
თბილისის დინამო ყველაზე კარგი ვარიანტი შეიXლება მისი დახმარებით ევროპა ლიგის ჯგუფში გავიდეს დინამო
ისიდორე
28 აპრილი 2021 02:08
8
მე გერმანია კერძოდ დორტმუნდი მერჩივნა. იუვეში ეხლა თაობათა ცვლაა და ერთი ორი სეზონი გაუჭირდება. ვეტერანთა გუნდია იუვენტუსი. გაახალგაზრდავება სჭირდება და კიდევ 2-3 პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს თუ იყიდიან კარგი იქნება
დავით 67
28 აპრილი 2021 01:54
0
კახა ფაშურიშვილი გრემიოს ძირითადში!!!
მიდი ფაშურ!
27 აპრილი 2021 23:33
9
ვერაფერ საშაყიროს ვერ ვხედავ. რა შუაშია ფაშურიშვილი და გრემიო.
გელა ნუგზარაშვილის ტრანსფერი უკვე შედგა და ეს ფაქტია.
მიდი გელა!
28 აპრილი 2021 00:50
1
გელა ნუგზარაშვილი ანდერლეხტმა იყიდა!
მიდი გელა!
27 აპრილი 2021 22:22
8
დაღუპავენ ამ ბავშს ამდენი ჭორებით...რას არ წერენ თვითონ არ იციან...იუვე თუ გავა ევროპაზე მაშინ ვიყიდითო...იქნებ პოსლეზე მიგვეცა მაგ საქმე კარგად ვიცით...მთელი საქართველო პოსლეზეა
ივო
27 აპრილი 2021 18:42
8
მგონი საქმე მართლა სერიოზულად არის.ბევრი იტალიური და საკმაოდ გავლენიანი გამოცემები წერენ უკვე ერთდროულად.კარგია,კვარა გვეიმედები და წარმატებების მეტი რა მეთქმის...ერთია ისე ალალად მინდა ვთქვა რომ იუვეში ნამდვილად არ მინდოდა უბრალოდ არეული გუნდია რა,მაგრამ მაინც გრანდია და ისეთ ხალხთან მოუწევს ურთიერთობა და ვარჯიშები,რომ პროგრესი გარდაუვალია!კვარა შენი იმედი გვაქვს
აბგდ
26 აპრილი 2021 23:30
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული