ბრიტანული მედია: ჯუღელმა ხვიჩას ტრანსფერზე "ლიდსთან" გამართა მოლაპარაკება

AutoSharing Option
footballfancast-ი ირწმუნება, რომ "ლიდსის" საფეხბურთო დირექტორმა ვიქტორ ორტამ მოლაპარაკება გამართა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან:

"Leeds Exclusive: პრემიერლიგაში დაბრუნებული "ლიდსი" კარგად ასპარეზობს, უკვე მოუთმენლად ელის შემდეგ კამპანიას და კვარაცხელია ნამდვილად ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნია.

20 წლის ქართველმა გაზეთების ყურადღება ესპანეთთან გატანილი გოლით მიიქცია. კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიანი კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა, ახლა კი მისით "ლიდსია" დაინტერესებული, რათა რუსეთის პრემიერლიგიდან ინგლისის პრემიერლიგაში გადაიყვანოს.

გარემარბის მიმართ ცოტა ხნის წინ "ბაიერნის" დაინტერესებაზე გავრცელდა ინფორმცია, ჩვენ კი შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისმა
აგენტმა თავისი კლიენტის ზაფხულში "ელანდ როუდზე" შესაძლო გადაბარგებაზე ორტასთან გამართა მოლაპარაკება.

თუმცა ჯერ არ არსებობს იმის არავითარი ნიშანი, რომ ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოსაა, ვინაიდან საეჭვოა, მარსელო ბიელსას გუნდში გადასასვლელად ქართველმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა მიიღოს.

20 წლის მოთამაშის პოტენციურ ტრანსფერზე კიდევ რამდენიმე წინააღმდეგობაა და უახლოეს მომავალში ვნახავთ, ორტა გადაწყვეტს თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელებას თუ სხვა კანდიდატზე გადაერთვება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული