მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელი იური სიომინი თავის ყოფილ შეგირდს, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ქომაგობს და ეხმიანება. მან ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"იუვენტუსისა" და "ლიდსის" ინტერესი - ეს მხოლოდ საუბრებია. მე ვფიქრობ, მან ყველაფერი თავად უნდა აწონ-დაწონოს. სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება, იქ უნდა გადავიდეს.
ვარ თუ არა მასთან კონტაქტზე? დიახ, ხვიჩას პერიოდულად ვესაუბრები", - განუცხადა სიომინმა Sport24-ს.