შეცვლაზე შესულმა შენგელიამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 37-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" საკუთარ მოედანზე 5:1 დაამარცხა "კარაგიუმრუკი".

შენგელია 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო, 90+3-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შენგელიამ თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ქონიასპორი" 45 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 მაისს სტუმრად "გიოზთეპეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული