lavozdelpuchades: ზაფხულში მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადავა

AutoSharing Option
lavozdelpuchades-ის ცნობით, "ვალენსია" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას და მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, ახალგაზრდული გუნდიდან შარლ პერესს გადაიყვანენ და თბილისის "დინამოს" 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, რომელიც იჯარის წესით თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობს.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილს "ვალენსია" იჯარით შვილობილ გუნდში (მესტალია) გაუშვებს, რომელიც ქვედა დივიზიონში ასპარეზობს. თუ თავი წარმოაჩინა, დაახლოებით მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა ოფცია სავალდებულო არ არის.

ამას გარდა, მამარდაშვილი ხანდახან "ვალენსიას" მესამე გოლკიპერი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გააფუჭებენ ამ ბიჭს
sormona
09:58 05-05-2021
7
ჯობია რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშოს, ვიდრე ესპანეთის მესამე დივიზიონში. არაა აუცილებელი ვალენსიაში გადავიდეს, ისეთი კლუბი მოძებნოს, სადაც ძირითადი იქნება, სკამზე ჯდომით და მესამე ლიგებით გაფუჭდება. არადა, კარგი მეკარეა
ვახო
10:40 05-05-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული