ქართველების "როტორის" მორიგი უიღბლობა - 93-ე წუთზე წაგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ქართველების "როტორი" გასვლაზე "სოჭისთან" 1:2 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ფაქტიურად ჩემპიონ "ზენიტის" ფარმ-კლუბია, ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის, ხოლო "როტორი" პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და რა გასაკვირია, რომ მატჩი დაძაბული გამოვიდა.

მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკოლაი ყიფიანი სასტარტოში დააყენა, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.

უკვე დებიუტში შეეძლო კვირკველიას ანგარიშის გახსნა, როდესაც კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ კი საბა და მეკარე ჩონდრიჩი ერთმანეთს შეეჯახენ და რუდენკომ "სოჭი" დააწინაურა. 30-ე წუთზე შეტკინმა
ყიფიანის პასით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, დავითაშვილს ორი მომენტი ჰქონდა, ჯერ ბურთი კარს ააცილა, ხოლო შემდეგ ხარიხას გაარტყა. ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, 93-ე წუთზე გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"როტორი" 21 ქულით ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა და 16 მაისს, უკანასკნელ ტურში ყაზანში "რუბინს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საბას ემჩნევა უვარჯიშევლობა. ორივე გოლში დიდი იყო მისი წვლილი. პირველყე გაუგებარია რა ქნა და რატომ არ მოიგერია. მეორე გოლზე თავზე დაასწრო ტანით პატარა ბიჭმა და საგოლე პასი გააკეთა. აშკარად არ ვარჯიშოვს ეს ბიჭი იმდენად მოუქნელი მოძრაობები გაუხდა.
eh saba saba
08 მაისი 2021 16:21
0
ასეთ სუსტ და უაზრო გუნდში ჯერ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია არავის როტორს ეხლა სასწაულიც ვერ გადაარჩენს ! რო მოცდეს სასწაული და გადასასვლელ თამაშებს გამოკრან ხელი მაინც წააგენენ ნებისმიერ გუნდთან და სასწრაფოდ უნდა უშველონ თავს ხუთივე ქართველმა (გოგუამაც D) ზულიკოს რა თქმა უნდა დაავრუნებენ რუბინში და და დანარჩენებმა კი აქედანვე უნდა დაიწყონ გუნდის ძებნა
ზურა222
08 მაისი 2021 11:59
0
"მთავრდება მატჩი ან ვარჯიში და გასახდელში საოცარი ხმაურია. ბიჭები თავიანთ ენაზე რაღაცაზე ხმამაღლა მსჯელობენ. ხალისიანად ჟესტიკულირებენ, ქართულ მუსიკას რთავენ... " ანყ აკლებული აქვთ იქაურობა, დიპლიპიტო ბიჭები რა ...

აი რატომ გაყარეს ესენი რუბინიდან და დაიტოვეს მარტო ხვიჩა. როცა ასე იქცევი, თანაც რუსეთში, შენი საბლატაო არსად არ არი.
Bidzia.
08 მაისი 2021 06:27
2
არაბიძე ქლაბ ჰაუსშია და სად ცალია ფეხბურთისთვის!!!
Musenbezi
08 მაისი 2021 00:45
4
წინაშეხვედრაზე როტორის მწვრთვნელმა თქვა არაბიძეზე ფეხზე პატარა ოპერეცია გაიკეთაო
რობი
08 მაისი 2021 12:06
1
საბას აშკარად რაღაც ჭირს დღეს სუსტად ითამაშა.
????????
07 მაისი 2021 23:25
1
წარმატებები ზურიკოს! ასეთი უიღბლობა ბოლო ფაზაში მართლაც იშვიათია. რაც მომენტები აქვს განიავებული მთელ მეორე წრეს ეყოფოდა.
ზურიკოს
07 მაისი 2021 23:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული