ხვიჩას "რუბინი" მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებას გრიგალავას "ტულას" წინააღმდეგ შეეცდება

AutoSharing Option
დღეს, 8 მაისს, რუსეთის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში არსენალის "ტულა" ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდება. 

ხვიჩა კვარაცხელია სტუმრებს ვერ დაეხმარება, თუმცა მოედანზე შესაძლოა მეორე ქართველი, გია გრიგალავა ვიხილოთ, რომელიც "ტულას" ღირსებას იცავს. 

"რუბინი" 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, გამარჯვების შემთხვევაში კი მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს, თავის მხრივ, მათი დღევანდელი მეტოქე 23 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. 

აღსანიშნია, რომ მე-3 ადგილოსან მოსკოვის "ლოკომოტივს" დღეს რთული შეხვედრა ელის თანაქალაქელ მოსკოვის "დინამოსთან", აქედან გამომდინარე თუ კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა ეს შეხვედრა დათმო "რუბინი" მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს და ჩემპიონთა
ლიგის ზონას 1 ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდება. 

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. 

altყოფილ საბჭოეთში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ქართველები არიან - გია გრიგალავა

მკითხველის კომენტარები / 2 /
... მოიგო რუბინმა 4:2!!!
დათო
19:47 08-05-2021
0
ხოდა ესეთ თამაშენს რატო ტეხავენ.მაფიიაა რა. ან ტოტენჰემმა რა ქნა დღეს და ა დროისთივს 1ტაიმია და რუბინი აგებს 2ი გოლით .ეს წაგება რუბინისთვის დამღუპველია ვეღარ გავა თასებზე და ტულასთან როგორ უნდა წააგონ
გიორგი
18:23 08-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული