კიტეიშვილმა გაიტანა, მაგრამ "შტურმი" "ზალცბურგს" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" გრაცში 1:3 დამარცხდა ლიდერ "ზალცბურგთან".

ამ მატჩში გოლი კიტეიშვილმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ ავსტრიული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა იმარჯვა. ოთარის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 24 მატჩში 6 გოლია და ის თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"შტურმი" 27 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და 12 მაისს გასვლაზე "სვაროვსკი ტიროლს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ნიჭიერი სტაბილური და კარგი ფეხბურთელია მე ყოველთვის ვუყურებ კიტეს თამაშებს და იმ შტურმში ყველას აშკარად ჯობია ჩემია აზრით დროა უკეთეს ჩემპიონატზე და კლუბზე იფიქროს.
გიო
23:30 09-05-2021
0
კიტე,კვარა, ჩაკვე და ოქრი მანახა ერთად მოთამაშე და მერე მომკალით
გგ
20:29 09-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული